გია გეგუჩაძემ საფრანგეთთან მატჩისთვის "ალბასეტეს" ფეხბურთელი იხმო

AutoSharing Option
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გია გეგუჩაძემ უახლოესი ამხანაგური მატჩისთვის გუნდში ესპანური "ალბასეტეს" 20 წლის ნახევარმცველი ლადო მოხევიშვილი იხმო.

აღნიშნული ინფორმაცია ესპანური კლუბის ოფიციალურ "ტვიტერზე" გამოქვეყნდა. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ახალგაზრდული გუნდი 6 ოქტომბერს სტუმრად ამხანაგურ მატჩს ფრანგებთან ჩაატარებს.

მოხევიშვილს "ალბასეტეში" დებიუტი არც ისე დიდი ხნის წინ ჰქონდა. მისი დებიუტი ესპანურ კლუბში 31 აგვისტოს ქვეყნის სათასო შეხვედრაში შედგა, სადაც "ალბასეტემ" "რეალ უნიონს" უმასპინძლა და ანგარიშით 2:1 დაამარცხა. თავის სადებიუტო შეხვედრაში ქართველმა ნახევარმცველმა მოედანზე 58 წუთი გაატარა.
მკითხველის კომენტარები / 8 /
ეხლა რაღა მოუგონეს ამ კაცს, ფულს იღებსო.
Fsiuuu
21:15 22-09-2016
0
წინსვლა და გამარჯვება არ მოგგკლებოდეს ლადოო
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული