საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა ბულგარეთთან პირველი ტაიმი დათმო

AutoSharing Option
საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები ევროპის 2017 წლის ჩემპიონატის მე-8 შესარჩევ ჯგუფში, რომელსაც ფინეთი მასპინძლობს, პირველ შეხვედრას ბულგარელ თანატოლთა გუნდთან მართავს.

ქალაქ კემპელეში, სტადიონ "ურჰეილუკესუსზე", გურამ ასპინძელაშვილის გუნდი პირველი ტაიმის შემდეგ ანგარიშით 0:1 მარცხდება. ბულგარელებმა ანგარიში შეხვედრის 36-ე წუთზე, ილია გრუევის მიერ 11-მეტრიანიდან გატანილი გოლით გახსნეს.

საქართველოს ნაკრებმა თამაში ამ შემადგენლობით დაიწყო: დემეტრე ბულისკერია, გიორგი ჯინჯოლავა, ირაკლი ჯავახიშვილი, ბექა დარცმელია, ზურა დავითაშვილი, თამაზ ბაბუნაძე, ივა გელაშვილი, გიორგი ივანიაძე (კ), ხვიჩა კვარაცხელია, ანზორ მექვაბიშვილი, ივანე ოქროპირიძე.

სათადარიგოები: გიორგი მამარდაშვილი, ცოტნე კაპანაძე, გოგა ხვედელიძე,
დავით ლორთქიფანიძე, თემურ გაბუნია, ლევან გრძელიძე, გიორგი გულიაშვილი.

დღესვე ჩვენს ჯგუფში მოგვიანებით მასპინძელი ფინეთი შვედეთს გაეჯიბრება.

შეგახსენებთ, რომ 30 სექტემბერს ფინეთს ვეთამაშებით, ხოლო 3 ოქტომბერს - შვედეთს. ელიტრაუნდის საგზურს ჯგუფის ორი საუკეთესო ნაკრები მოიპოვებს.
მკითხველის კომენტარები / 4 /
ეს ნაკრებია ტუ დინამო და საბურტალო.
ბაჯო
15:57 28-09-2016
0
მეტს პატრონი არ ყავს და ვის გამოიძახებენ ჩემი არავინ თამაშობდა პროსტა ყოველთვის ვაყოლებ ტვალს და ვფიქრობ აბა ეხლა გამოჩდება აბა ეხლა ასაკობრივი ნაკრები რომელიც გაგვახარებს ნურას უკაცრავად უკან უკან მიდიან ასაჯანას ნაკებმა ნაღდადდ ბევრი შეძლო გავიდა შესარჩევში და მაისურაძემ კარგად დააგვირგვინა საქართველოში სამივე წააგეს ესენი იქამდეც ვერ მიდიან დავაი რა
goga
20:28 28-09-2016
0

სიახლეები პოპულარული