საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა ბულგარეთთან პირველი ტაიმი დათმო

AutoSharing Option
საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები ევროპის 2017 წლის ჩემპიონატის მე-8 შესარჩევ ჯგუფში, რომელსაც ფინეთი მასპინძლობს, პირველ შეხვედრას ბულგარელ თანატოლთა გუნდთან მართავს.

ქალაქ კემპელეში, სტადიონ "ურჰეილუკესუსზე", გურამ ასპინძელაშვილის გუნდი პირველი ტაიმის შემდეგ ანგარიშით 0:1 მარცხდება. ბულგარელებმა ანგარიში შეხვედრის 36-ე წუთზე, ილია გრუევის მიერ 11-მეტრიანიდან გატანილი გოლით გახსნეს.

საქართველოს ნაკრებმა თამაში ამ შემადგენლობით დაიწყო: დემეტრე ბულისკერია, გიორგი ჯინჯოლავა, ირაკლი ჯავახიშვილი, ბექა დარცმელია, ზურა დავითაშვილი, თამაზ ბაბუნაძე, ივა გელაშვილი, გიორგი ივანიაძე (კ), ხვიჩა კვარაცხელია, ანზორ მექვაბიშვილი, ივანე ოქროპირიძე.

სათადარიგოები: გიორგი მამარდაშვილი, ცოტნე კაპანაძე, გოგა ხვედელიძე,
დავით ლორთქიფანიძე, თემურ გაბუნია, ლევან გრძელიძე, გიორგი გულიაშვილი.

დღესვე ჩვენს ჯგუფში მოგვიანებით მასპინძელი ფინეთი შვედეთს გაეჯიბრება.

შეგახსენებთ, რომ 30 სექტემბერს ფინეთს ვეთამაშებით, ხოლო 3 ოქტომბერს - შვედეთს. ელიტრაუნდის საგზურს ჯგუფის ორი საუკეთესო ნაკრები მოიპოვებს.
მკითხველის კომენტარები / 4 /
გუნდიც ნორმალურად ტამასჰობს. და მცვრტნელებსაც არ აკლიატ კვალიპიკაცია. სპორტია. ხან ცააგებ. და ხან მოიგებ. ინგლის პინანცებიც კველაზე მეტი აკვს და მოედნებიც. მაგრამ. 66 ცლის სჰემდეგ. სჰედეგი არ კონია.დალიან მკაცრები ნუ იკნებიტ. ახალგაზრდა სპორტმენების მიმარტ.და მონდომებას ნუ დაუკარგავტ. ახალგაზრდებს პირიკიტ სტიმული ცჰირდებატ ცჰვენგან. ნებისმიერ საკმმესჰი.კველამ ცჰვენი ტავი გავიხსენოტ.მაგატ ასაკსჰი.
zura
11:44 29-09-2016
0
დავიტასვილი და დინამოელები ნული იყვნენ დხეს,,მაგრამ მეგობრების სვილები არიან მწვრტნელის
gaga
23:02 28-09-2016
0

სიახლეები პოპულარული