U21: გია გეგუჩაძემ საფრანგეთთან მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა

AutoSharing Option
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გია გეგუჩაძემ მოახლოებული ამხანაგური მატჩისთვის 20 ფეხბურთელი გამოიძახა.

6 ოქტომბერს, საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები ფრანგი თანატოლების წინააღმდეგ ამხანაგურ მატჩს გამართავს. შეხვედრა ლე ავრში გაიმართება.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალურმა საიტმა გამოაქვეყნა 21-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობა, რომელიც შემდეგნაირად გამოიყურება:

მეკარეები: ლაზარე კუპატაძე ("ლოკომოტივი", თბილისი), ბექა ქურდაძე ("საბურთალო", თბილისი);
მცველები: გრიგოლ ჩაბრაძე ("საბურთალო", თბილისი), ირაკლი კომახიძე ("შუქურა", ქობულეთი), გაგი მარგველაშვილი ("საბურთალო", თბილისი), ანრი ჭიჭინაძე ("ტორპედო", ქუთაისი), გიორგი თევზაძე ("დინამო", თბილისი), ცოტნე ნადარაია ("საბურთალო", თბილისი), ჯემალ ტაბიძე ("გენტი", ბელგია), აკაკი შულაია
("მერანი", მარტვილი);
ნახევარმცველები: სანდრო ალთუნაშვილი ("საბურთალო", თბილისი), ვლადიმერ მამუჩაშვილი ("საბურთალო", თბილისი), გიორგი ხარაიშვილი ("საბურთალო", თბილისი), ოთარ კიტეიშვილი ("დინამო", თბილისი), გიორგი ბერიძე ("გენტი", ბელგია), ლადო მოხევიშვილი ("ალბასეტე", ესპანეთი);
თავდამსხმელები: გიორგი ზარია ("დინამო", თბილისი), ლუკა ზარანდია ("ლოკომოტივი", თბილისი), გაბრიელ საღრიშვილი ("ტორპედო", ქუთაისი), რომან ჭანტურია ("ემპოლი", იტალია).
მკითხველის კომენტარები / 21 /
გუნდის მესამედი "საბურთალოა"! მთლად გეგუჩაძის გამოძახებულს არ გავს..! ისე ამ მიდგომით "გააფუჭებენ" არაბიძეს. აუცრუვდება და... ისედაც წასულია!
jiji
15:38 29-09-2016
0
გუშინ ვიღაცამ დაწერა არაბიზე ჯერ გეგუჩაზემ უნდა ნახოსო რომ მტავარ ნაკრებში ითამაშოსო. გეგუჩაძეს თუ აქამდე არაბიძე არ უნახავს აბა რას აკეთებს? რაში გამოიხატება მისი კარგი მწვრთნელობა და ცოდნა? წააგებენ კიდევ და მერე მობოდავენ რაღაცას და დააბრალებენ პლანეტები არ იყო განლაგებული ჩვენს მოსაგებადო ან კიდევ მზე ესე გვიყურებდა თვალებში რომ მოედანს ვერ ხედავდნენ ფეხბურთელებიო. ეჰ არ გამოვა არაფეფრი ამ პედერაციიდანაც!
niko
15:54 29-09-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული