U17. საქართველო-ფინეთი 0:2 - ელიტრაუნდში გასვლის შანსიც დავკარგეთ [VIDEO]

AutoSharing Option
30 სექტემბერს საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ მე-8 ჯგუფში, მეორე მატჩი გამართა მასპინძელ ფინეთთან და 0:2 დამარცხდა.

პირველ ტაიმში გუნდებმა გოლის გატანა ვერ შეძლეს. 67-ე წუთზე მსაჯმა ცოტნე კაპანაძე გააძევა. 71-ე წუთზე კი ტოლონენმა გაიტანა. ბოლო, მე-80 წუთზე ჯემალ ჯინჯოლავას გაძევებას, 9-კაცით მოთამაშე ნაკრების კარში მეორე გოლი მოჰყვა, ოკსანენმა მე-3 დამატებულ წუთზე გაიტანა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ჩვენი ჯგუფის მეორე წყვილში შვედეთმა ანგარიშით 3:1 დაამარცხა ბულგარეთი და პირველი ადგილიც გაინაღ
და.

შეგახსენებთ, რომ I ტურში გურამ ასპინძელაშვილის გუნდმა 0:1 წააგო ბულგარელ თანატოლებთან და 0 ქულით ჯგუფში ბოლო ადგილი უკავია. ჩვენმა გუნდმა ელიტრაუნდში გასვლის შანსი დაკარგა, ჯგუფში ბოლო შეხვედრას კი შვედეთთან 3 ოქტომბერს გამართავს.

ევროპის 17-წლამდელთა ჩემპიოანტი. VIII ჯგუფი. II ტური
30.09. ფინეთი, ოულუ
საქართველო-ფინეთი 0:2
გოლები: 0:1 ტოლონენი (71), 0:2 ოკსანენი (80).
საქართველო: ბულისკერია, კაპანაძე, ჯინჯოლავა, ჯავახიშვილი, დარცმელია, დავითაშვილი, ბაბუნაძე, გაბუნია (77’ გრძელიძე), ივანიაძე (61’ გულიაშვილი), გელაშვილი, მექვაბიშვილი
მთ. მწვრთნელი: გურამ ასპინძელაშვილი
ფინეთი: ჰუუჰტანენი, კაცი, ეეროლა, ჰივარინენი (69’ იოკელაინენი), ოკსანენი, ტოლონენი (80’ რატი), იანტტი, სუჰონენი, კიურუ, პანნულა (80’ ალი), მანტინენი
მთ. მწვრთნელი: კიმმო ლიპპონენი
მსაჯები: პოლ მაკლაჰინი, დერეგ კიგანი, იერკო ცრნჩიჩი, მარიო ზებეცი
გაფრთხილება: 5’ კაცი, 15’ სუჰონენი, 46’ მექვაბიშვილი, 62’, 67’ კაპანაძე, 75’ იოკელაინენი, 80’ რატი
გაძევება: 67’ კაპანაძე, 80’ ჯინჯოლავა.
მკითხველის კომენტარები / 47 /
სასწრაფოდ ასაკობრივი ნაკრებები ვასილ მაისურაძეს ჩააბარეთ.
ფეოლა
01 ოქტომბერი 2016 11:33
0
ჰა, ჰა, ჰა!!!!!!!!
irakli
01 ოქტომბერი 2016 10:29
0
სუპერ ფეხბურთი გვაქვს საქარტველოში , მაგ ფულიტ რაგბი დააფინანსეტ ჯობია
sss
01 ოქტომბერი 2016 10:27
0
სამარცხვინოა! ! !
ალეკსანდრე
01 ოქტომბერი 2016 09:28
0
კობი ეს კველაპერი ჰენი ბრალია. ვინც გუნდი ელიტ რაუნდჰი გაიკვანა იც მოხსენი და ასპინდზელაჰვილი მოიკვანი და აი ჰედეგიც, მაგრამ ეს კიდევ არაპელი აი დეპუტატი რომ გახდბი მაჰინ სულ აგმა ცავა პეხბურტიც და ზოგადაც ჰვინი ცხოვრება. ვაი ჰვენს პატრომს უბედურს. დანამდის ხალხო სანამდის. ამოიგეტ ხმა.
vaxo
01 ოქტომბერი 2016 07:36
0
მიტინგების დროაა ხალხოა კლავიატურასტან ჯდომა არ გვისჰველის.
მანო
01 ოქტომბერი 2016 03:17
0
გეყოთ ხალხო ამდენი თავის მოტყუება.რა ნაკრებები,რისი ნაკრებები.ქართულ ფეხბურთს ძირი დამპალი აქვს.ამდენწლიანი განუკითხაობის გამო.და ამაში დამნაშავეები ყველანი ვართ.ვეტერანები,რომლებმაც პირადული არჩიეს და ხელისუფლებას მისცეს საშუალება მათ საქმეში ჩარევისა და მერე სხვა ყველა ის ვინც თავიანთ უნიჭო შვილებს ფილებით ტენიდა გუნდებში თუ ნაკრებებში.ამით ყველანი ვზარალდებით პირველ რიგში თვითონვე.ვინაიდან არ არსებობს ვარიანტი რომ ნაირმა ხალხმა ფეხბურთი ითამაშოს და ტყუილად დედას აგინდბინებენ ხალხს.
Vep1963
01 ოქტომბერი 2016 02:34
0
ფედერაციის წინა ხელმძღანელობის დროს ასაკობრივ ნაკრებებს რა შედეგიც ქონდათ კი იცით. რამდენიმე წლის წინ ბიჭები ნახევარფინალში გავიდნენ და იქაც მსაჯის დახმარებით მოგუგეს ჰოლანდიელებმა და ისიც ძლივს. მანამდე ესპანეთი ინგლისი უკრაინა ისლანდია საფრანგეთი გამოთიეს ასპარეზობას. ვოტ ტაკ. ხმები არ მოაკლდეს კობის ეგაა მთავარი
saba
01 ოქტომბერი 2016 02:25
0
ასპინძელაშვილი ჰაერში უნდა მოხსნან!
ორი გაძევება, დისციპლინა-0, მწვრთნელი ჰყავდა მაგ გუნდს?!
Vova
01 ოქტომბერი 2016 01:06
0
გაუჭირდებოდათ :DDD
ბაბაია
01 ოქტომბერი 2016 00:25
0

სიახლეები პოპულარული