U17. საქართველო-ფინეთი 0:2 - ელიტრაუნდში გასვლის შანსიც დავკარგეთ [VIDEO]

AutoSharing Option
30 სექტემბერს საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ მე-8 ჯგუფში, მეორე მატჩი გამართა მასპინძელ ფინეთთან და 0:2 დამარცხდა.

პირველ ტაიმში გუნდებმა გოლის გატანა ვერ შეძლეს. 67-ე წუთზე მსაჯმა ცოტნე კაპანაძე გააძევა. 71-ე წუთზე კი ტოლონენმა გაიტანა. ბოლო, მე-80 წუთზე ჯემალ ჯინჯოლავას გაძევებას, 9-კაცით მოთამაშე ნაკრების კარში მეორე გოლი მოჰყვა, ოკსანენმა მე-3 დამატებულ წუთზე გაიტანა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ჩვენი ჯგუფის მეორე წყვილში შვედეთმა ანგარიშით 3:1 დაამარცხა ბულგარეთი და პირველი ადგილიც გაინაღ
და.

შეგახსენებთ, რომ I ტურში გურამ ასპინძელაშვილის გუნდმა 0:1 წააგო ბულგარელ თანატოლებთან და 0 ქულით ჯგუფში ბოლო ადგილი უკავია. ჩვენმა გუნდმა ელიტრაუნდში გასვლის შანსი დაკარგა, ჯგუფში ბოლო შეხვედრას კი შვედეთთან 3 ოქტომბერს გამართავს.

ევროპის 17-წლამდელთა ჩემპიოანტი. VIII ჯგუფი. II ტური
30.09. ფინეთი, ოულუ
საქართველო-ფინეთი 0:2
გოლები: 0:1 ტოლონენი (71), 0:2 ოკსანენი (80).
საქართველო: ბულისკერია, კაპანაძე, ჯინჯოლავა, ჯავახიშვილი, დარცმელია, დავითაშვილი, ბაბუნაძე, გაბუნია (77’ გრძელიძე), ივანიაძე (61’ გულიაშვილი), გელაშვილი, მექვაბიშვილი
მთ. მწვრთნელი: გურამ ასპინძელაშვილი
ფინეთი: ჰუუჰტანენი, კაცი, ეეროლა, ჰივარინენი (69’ იოკელაინენი), ოკსანენი, ტოლონენი (80’ რატი), იანტტი, სუჰონენი, კიურუ, პანნულა (80’ ალი), მანტინენი
მთ. მწვრთნელი: კიმმო ლიპპონენი
მსაჯები: პოლ მაკლაჰინი, დერეგ კიგანი, იერკო ცრნჩიჩი, მარიო ზებეცი
გაფრთხილება: 5’ კაცი, 15’ სუჰონენი, 46’ მექვაბიშვილი, 62’, 67’ კაპანაძე, 75’ იოკელაინენი, 80’ რატი
გაძევება: 67’ კაპანაძე, 80’ ჯინჯოლავა.
მკითხველის კომენტარები / 47 /
მოკლედ, საშველი აღარ არის რა..!
jiji
01 ოქტომბერი 2016 00:17
0
ყველაფერს სიმარტლეს იცახი,,ჯინჯოლავას კიდევ არა უსავს,,დავიტასვილს რა უნდა ნაკრებსი,მაგრამ მეგობრის სვილია,,ასევეა დინამოს ვიტომ ფეხბურტელები რომლებიც ფიფიას რეკომენდაციიტ ხვდებიან
zviadis
30 სექტემბერი 2016 23:34
0
მართლა გულდასაწყვეტია რომ ესე უბრძოლველად დავთმეთ ყველა ბრძოლა!კრიტიკა ზოგადად ადვილია და საქმის კეთება ძნელი,მაგრამ ვინმემ მითხრას 17 წლიანებში რატომ თამაშობენ 15 წლის ბავშვები?!კაპანაძეც და ჯინჯოლავაც 15 წლისები არიან და როგორც გამოჩნდა არ არიან მზად უფროსებში სათამაშოდ.ეს ექსპერიმენტები არ უნდა დამთავრდეს?არც დავითაშვილია მაგ დონის და არც კვარაცხელია.გულიაშვილი კარგი ბიჭია მაგრამ იქნებ ჯერ დააცადონ გაზრდა.მიეცით სხვებსაც შანსი იქნებ უკეთ ითამაშონ.
zviad
30 სექტემბერი 2016 22:53
0
ბატონო კობიაშვილო ფეხბურთს მიხედე პოლიტიკა რა შენი საქმეა დაგვექცა თავზე ბეხბურთი ასაკობრივი ნაკრებები რა დღეშია შარშან უნგრეთში ხო იყავი ავსაჯანას ჩემი მტერი მიუდგა თამაში არ წაუგია ან მოიგო ან ნიჩია ეს რა ხდება ეს მწვრთნელები სად იპოვე ამათ აძლევ ხელფასს არ გცხვენიათ რაც მოხვედით სულ უკაკან უკან ცავიდა საქმე რა გენაღვლებათ შენ და მუჯირს ხალხის ნერვიულობა ვინც შენ ხმას მოგცემს...
gulshematkivari
30 სექტემბერი 2016 22:28
0
სამარცხვინო!!!!
gia
30 სექტემბერი 2016 22:01
0
კობიაშვილო ხმებზე რას შვები ხმებზე?! იმატეებს?!)))
svani
30 სექტემბერი 2016 21:59
0
ეს ის მასპიმძელი ფინეთია ხომ კი, შვედებთან 0-5 რომ წააგო!?...
okribeli
30 სექტემბერი 2016 21:36
0

სიახლეები პოპულარული