საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები საფრანგეთთან განადგურდა

AutoSharing Option
საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებმა დღეს, 6 ოქტომბერს, ქალაქ ჰავრში ამხანაგური შეხვედრა ფრანგ თანატოლებთან გამართა და ანგარიშით 1:5 დამარცხდა.

მასპინძლები შეხვედრაში მე-18 წუთზე დაწინაურდნენ - თავი ჟან-კევინ ოგუსტენმა გამოიჩინა, რასაც 6 წუთში კორენტინ ტოლისოს გოლიც მოყვა. პირველი ტაიმი ასეც დასრულდა. მეორე ტაიმის 59-ე წუთზე ფრანგებმა მესამეც გაგვიტანეს - ამჯერად ქართველთა კარი სებასტიენ ჰალერმა აიღო.

ჩვენმა ნაკრებმა ერთი გოლის გაქვითვა მატჩის 69-ე წუთზე შეძლო - გოლი გიორგი ხარაიშვილმა, მაგრამ 5 წუთში უსმან დემბელემ მეოთხე, 85-ე წუთზე კი ვინსენტ კოზიელომ მეხუთე გაგვიტანა და მატჩის
საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.
მკითხველის კომენტარები / 11 /
რომას სრულიად ვეთანხმები...


ავს თუ ავი არ დავარქვი, კარგს სახელად რა ვუწოდო?
პეტრე კუპრი
07 ოქტომბერი 2016 12:14
0
რანაირი სურათია. მეკარე გეგონება ქორწილში იყოს, ან ესენი მუხლებში ვერ იღუნებიან? ჯერ დისციპლინა ასწავლეთ, მერე ფეხბურთი
mtieli
07 ოქტომბერი 2016 11:45
0
ფეხბურთის სპეციალიტებში ხომ არეულობაა და არაკომპენტენტურობაა,მაგრამ კიდევ უფრო გაცილებით ცუდადაა საქმე გულშემატკივრებში,აქაც ქაოსია,უცოდინარობა მეფობს,ყველას პროფესორი ჰგონია თავი და თუ ვინმე დააფიქსირებს თავის აზრს,სხვათან შედარებით სიმართლესთან ახლოს,მას დასცინიან და მეტიც, აგინებენ კიდევაც ეს კლავიატურის ლომები,მაგალითად გეგუჩაძეზე უარყოფით რამეს თუ იტყოდი,მაშინ გინების კორიანტელი არ აგცდებოდა,არადა მწვრთნელი კი არა ის სუფთა ბაზარნიკია,ანუ ბაზრის კაცია,სადაც უმუშავია ყველგან საქმე გაუფუჭებია,ხოლო უმრავლესობა მას აქებს და პირველი ნაკრების მწვრთნელად დანიშვნას ითხოვენ,აი ასეთი დონეა დღეს ჩვენთან,გეგუჩაძე ეს ერთი მაგალითია,ასეთი მაგალითების მოყვანა უამრავის შეიძლება,ჩვენ ვერ ვარჩევთ კარგს და ცუდს,ჩვენ ამის კომპენტეცია არ გაგვაჩნია,უარესი მდგომარეობაა რაგბშიც,იქ ისიც ვერ გაგვიგია,რომ ჩვენი გუნდი მეორე ხარისხოვანია და ბობოლები ჩვენთან თამაშსაც არ კადრულობენ,რატომ ნეტა,იმიტომ,რომ აზრი არაქვს,ჩვენთან გაჯიბრება მათ არაფერს აძლევთ,ასეა კალათბურთშიც,ევროპაზე მოხვედრა კარგია,მაგრამ ეს თამაშის ხარისხის განმსაზღვრელი არაა,ჯერ ისედაც ევროპული კალათბურთი მეორე ხარისხოვანია ნ.ბ.ა.გადამკიდე და ამ მეორე ხარისხოვნებშიც შედეგს მაინც ვერ ვდებთ,ასე,რომ წასულია ჩვენი საქმე,ზოგიერთები ისე არიან დაცემულები,რომ ფეხბურთს რაგბს ამჯობინებენ და ამასთან დაკავშირებით უპასუხისმგებლო განცხადებებსაც არ ერიდებიან,მათ გასაგონათ მინდა კიდევ ერთხელ ვთქვა,რომ ფეხბურთის რაგბთან შედარებაც კი დიდი,ძალიან დიდი სისულელეა და მეტი არაფერი,ფებურთს ადამიანებისთვის ისეთი განცდების,ემოციების და სხვანაირი სიხარულის მიცემა შეუძლია,რომ სხვა სპორტის სახეობები ამას ვერ მოცემენ,ეს უბრალოდ სუძლებელი და ამიტომ მთელ მსოფლიოში ითვლება ფეხბურთი სპორტის ნომერ პირველ სახეობად და ამას ვერავინ ვერ შეცვლის,რატო,იმიტომ,რომ ეს არის მისი უდიდესებულება ფეხბურთი,ჩვენ უნდა ვილოცოთ და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის,რომ რაც შეიძლება ჩვენს ქვეყანაში ისე განვითარდეს და აღორძინდეს ფეხბურთი,გაუმარჯოს ქართულ ფეხბურთს და მის ჭეშმარიტ მოყვარულებს და ღმერთმა ქნას თქვენც გამოგაცდევინოს უფალმა ის განცდები და სიხარული,რაც მე ამ 62-წლის განმავლობაში მაქვს განცდილი ფეხბურთის მიერ.
roma
07 ოქტომბერი 2016 11:30
0
ეს რა არის, წაკუზულები რომ დგანან...
გიო
07 ოქტომბერი 2016 10:59
0
ჩვენს მწვრთველებს ინტელექტის პრობლემა ხომ არ აქვთ?
Davit
07 ოქტომბერი 2016 10:58
0
ყველაზე ცუდია წაგებებს მიჩვევა....
როგორც მკვდარს ვერ მოაბრუნებ ისე ვეღარ მობრუნდება საქართვლოში ფეხბურთი
vova
07 ოქტომბერი 2016 10:30
0
თორე ფრანგების ტოლა რო ყოფილიყვნენ ჰო ნეკნებში დაანგრევდნენ
giga
07 ოქტომბერი 2016 09:40
0
ირაკლი აფხაიძე... შენ არ ინერვიულო, არ დაგვავიცკდება... ა,თურმე რაში კოფილა საქმე... თორე ერთი-ორი ცლით უმცროსები რო კოფილიკვნენ,ხო დავანგრევდით მაშინ...
FEOLA
07 ოქტომბერი 2016 00:44
0
არ დაგავიწყდეთ რომ ეს იჭები 1-2 წლით უმცროსები იყვნენ ფრანგებზე
ირაკლი აფხაიძე
07 ოქტომბერი 2016 00:22
0
ეს იმის ბრალია, ნაკრებს აკომპლექტებენ არა მოთამაშეების ხარისხის მიხედვით არამედ თუ ვის რა ბიზნეს ინტერესები აქვს. ნაკრებში 65% "საბურთალოს" ფეხბურთელი თამაშობს. ყველაფერს ხომ საზღვარი აქვს. სირცხვილია უბრალოდ ნაგლობაზე რომ აღარაფერი ვთქვათ. პირდაპირ მაინც თქვას ჭუმბურიძემ რამდენი ფეხბურთელი ჰყავს გასაყიდი საბურთალოდან და იქნებ ჩვენც დავეხმაროთ და ამის გამო ნუ გადაავსებენ ნაკრებს ამ მაჩანჩალა გუნდის ფეხბურთელებით. მე თვითონ საბურთალოზე ვცხოვრობ და მთელი გულით ვგულშემატკივრობდი ამ გუნდს და მიხაროდა, მაგრამ როგორც ვხედავ გადააქციეს ფულის საკეთებელ მანქანად. ფედერაციაში მაღალ პოზიციებს კიდე საკუთარი ბიზნეს ინტერესბისთვის იყენებენ
ირაკლი
06 ოქტომბერი 2016 23:05
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული