საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები საფრანგეთთან განადგურდა

AutoSharing Option
საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებმა დღეს, 6 ოქტომბერს, ქალაქ ჰავრში ამხანაგური შეხვედრა ფრანგ თანატოლებთან გამართა და ანგარიშით 1:5 დამარცხდა.

მასპინძლები შეხვედრაში მე-18 წუთზე დაწინაურდნენ - თავი ჟან-კევინ ოგუსტენმა გამოიჩინა, რასაც 6 წუთში კორენტინ ტოლისოს გოლიც მოყვა. პირველი ტაიმი ასეც დასრულდა. მეორე ტაიმის 59-ე წუთზე ფრანგებმა მესამეც გაგვიტანეს - ამჯერად ქართველთა კარი სებასტიენ ჰალერმა აიღო.

ჩვენმა ნაკრებმა ერთი გოლის გაქვითვა მატჩის 69-ე წუთზე შეძლო - გოლი გიორგი ხარაიშვილმა, მაგრამ 5 წუთში უსმან დემბელემ მეოთხე, 85-ე წუთზე კი ვინსენტ კოზიელომ მეხუთე გაგვიტანა და მატჩის
საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.
მკითხველის კომენტარები / 11 /
ყველაზე ცუდია წაგებებს მიჩვევა....
როგორც მკვდარს ვერ მოაბრუნებ ისე ვეღარ მობრუნდება საქართვლოში ფეხბურთი
vova
10:30 07-10-2016
0
ჩვენს მწვრთველებს ინტელექტის პრობლემა ხომ არ აქვთ?
Davit
10:58 07-10-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული