საქართველოს გარდა, მასში ორეტაპიანი შესარჩევი ციკლის შედეგად გამოვლენილი 7 საუკეთესო ევროპული ნაკრები ითამაშებს...
ამ ტურნირისთვის საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებიც საგანგებოდ ემზადება, ფეხბურთის ფედერაციაც და პლუს, ქვეყანა - ორგანიზაციის ხარისხი მნიშვნელოვნად განაპირობებს, შემდგომში მსგავსი პატივი კიდევ გვექნება თუ არა.
თავის მხრივ, ამ მზადებას უეფას დელეგაციაც
3 ნოემბერს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის მედიაცენტრში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა და პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა კახა ჭუმბურიძემ პრესკონფერენცია გამართეს და ოთხთა ტურნირის მნიშვნელობაზე, საორგანიზაციო საკითხებსა და საქართველოში 2017 წელს ჩასატარებელი 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის შესახებ ისაუბრეს.
- U19. საერთაშორისო ტურნირი: მუჯირის და ჭუმბურიძის პრესკონფერენცია
თუ სამივე გუნდი საქართველოში ოპტიმალური შემადგენლობით ჩამოვა, მაშინ ზინედინ ზიდანის ვაჟი - ლუკა ზიდანიც გვესტუმრება. 18 წლის ზიდანი მადრიდის "რეალი 2"-ისა და საფრანგეთის ნაკრების მეკარეა.
დაბოლოს, ოთხთა ტურნირის კალენდარს გაგაცნობით:
U19. საერთაშორისო ოთხთა ტურნირი
9 ნოემბერი
თბილისი. "მიხეილ მესხი" (სათადარიგო). 12:00
ჰოლანდია-საფრანგეთი
თბილისი. "მიხეილ მესხი". 15:00
საქართველო-ესპანეთი
11 ნოემბერი
თბილისი. "მიხეილ მესხი" (სათ). 12:00
ესპანეთი-ჰოლანდია
გორი. "თენგიზ ბურჯანაძე". 15:00
საქართველო-საფრანგეთი
14 ნოემბერი
თბილისი. "მიხეილ მესხი" (სათადარიგო). 15:00
ესპანეთი-საფრანგეთი
თბილისი. "მიხეილ მესხი". 15:00
საქართველო-ჰოლანდია
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"