საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ამხანაგურ მატჩში "საბურთალოსთან" დამარცხდა

AutoSharing Option
10 ნოემბერს, საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა ტექნიკურ ცენტრ "ბასაზე" ამხანაგური მატჩი გამართა.

"ჯვაროსნების" მეტოქე უმაღლესლიგელი "საბურთალო" იყო. შეხვედრა ორმხრივი შეტევებით წარიმართა და საბურთალოელთა გამარჯვებით 2:0 დასრულდა.

დუბლით გიორგი ფანცულაია გამოირჩა. ანგარიში 37-ე წუთზე გაიხსნა, თბილისელთა შემტევმა ფლანგიდან ცენტრისკენ შემოიწია და მოჭრილი დარტყმით მეკარისგან შორეულ ცხრიანში გადაგზავნა ბურთი. მეორე გოლი, 56-ე წუთზე გავიდა "საბურთალოს" სწრაფი კონტრშეტევა კვლავ ფანცულაიამ დააგვირგვინა.

მომდევნო ამხანაგურ შეხვედრას საქართველოს 21-წლამდე ნაკრები 14 ნოემბერს ქუთაისში, ადგილობრივი "ტორპედოს" წინააღმდეგ გამართავს.

თბილისი, ტექნიკური ცენტრი "ბასა"
საქართველო U21 - საბურთალო 0:2
გოლები:
0:1 ფანცულაია (37), 0:2 ფანცულაია (56)
გაფრთხილება: 30" თოლორდავა, 57" იაშვილი

საქართველო U21: ქურდაძე, ჩაჩუა (63" ხარაიშვილი), თოლორდავა (63" ტაბიძე), მარგველაშვილი (63" ჭიჭინაძე), თევზაძე, ჩაბრაძე, ზარია, ბარბაქაძე (46" ნადარაია), ბერიძე (46" მამუჩაშვილი), ჭანტურია (63" ხარანდია), იმნაძე

მთ. მწვრთნელი: გია გეგუჩაძე

საბურთალო: გოშაძე, იაშვილი, კარასკო, გრიგალაშვილი, ელვინი (78" მოლაშვილი), კოხრეიძე (65" ნიკოლეიშვილი), ფანცულაია, სოფრომაძე, რუხაძე (56" გვარაძე), ბუხაიძე, ხუანფრი (65" ივანიაძე)

მსაჯები: პ. მაჭარაძე, ა. კოკაია, ბ. ჟვანია

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 1 /
ფანცულაია და მსაჯი ჯობდა სუყველას რაც ვნახეთ.ესაა 21წლის ბიჭებიი??41ისას უფრო გავდნენ(:
ჯონდო ჯონდო
22:00 10-11-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული