- U19. ოთხთა ტურნირი: საქართველოს ნაკრებმა ჰოლანდიასთანაც წააგო [VIDEO]
"სამივე მატჩში დამარცხება ძალიან სამწუხაროა, ისევე, როგორც ის, რომ გოლის გატანა ვერ მოვახერხეთ. ამას აქვს უამრავი მიზეზი, რომელზეც შეიძლება ხანგრძლივად ვილაპარაკოთ. ამ ტურნირმა ჩვენი გუნდის არაერთი ნაკლი გამოაჩინა", - ამბობს ყიფიანი.
19-წლამდელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ტურნირის პოზიტიურ მხარეზეც თქვა:
"ერთადერთ დადებით მხარედ შეიძლება ჩაითვალოს ის, რომ მოთამაშეებმა უდიდესი გამოცდილება შეიძინეს. ჩვენი ფორმაციის ნაკრებმა
ყოველ თამაშში უნდა შევეცადოთ ნაკლოვანებების გამოსწორებას. იმედია, 2017 წლის ივლისს ოპტიმალურ მდგომარეობაში შევხვდებით და საქართველოში გასამართავ ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ღირსეულად წარვდგებით".
რა არის მიზეზი, რომ გუნდს გოლი ვერ გააქვს? ყიფიანს ამის შესახებაც ვკითხეთ:
"გოლის გატანა მხოლოდ თავდამსხმელებზე არ არის დამოკიდებული, ეს გუნდური თამაშის შედეგი უნდა იყოს. ჩვენს ნაკრებზე ცუდად აისახა ის ფაქტი, რომ მოთამაშეთა ტრავმების გამო სტაბილური შემადგენლობით გამოსვლა ვერ მოვახერხეთ და ფეხბურთელების ხშირი ცვლაც გვიწევდა.
თუმცა ამ ტურნირზე ნათლად გამოჩნდა ჩვენი სერიოზული პრობლემა - შესაძლოა, მეტოქეებთან სათამაშო კლასში დიდი სხვაობა არ ყოფილა, მაგრამ ფიზიკურ მომზადებაში ჩამორჩენა იგრძნობოდა და ეს საბოლოო შედეგშიც გამოჩნდა.
ჩვენი პლუსი სათამაშო აზროვნებაა და მიმაჩნია, რომ რაც ნაკლი გვაქვს, იმის გამოსწორება შეიძლება.
იმედი მაქვს, ჩვენი ჩემპიონატი გაძლიერდება, ისევე, როგორც 19-წლამდელთა პირველობა და ეს თითოეულ მოთამაშეზე დადებითად აისახება. ასეთ შემთხვევაში მოვლენ ფეხბურთელები ნაკრებში გაცილებით მომზადებულები".
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"