მიხეილ მეტრეველი: ტრიბუნაზე ვიჯექი და ვფიქრობდი, რომ ეს ბავშვები ქართულ სტილს დაშორდნენ

AutoSharing Option
რამდენიმე დღის განმავლობაში თბილისში მიხეილ მეტრეველი იმყოფებოდა - უკრაინაში წარმატებული ჟურნალისტი და ტელეწამყვანი, რომელიც ბოლო წლებში სამენეჯერო საქმიანობას ეწევა. მეტრეველის ინიციატივა იყო სწორედ დონეცკის "შახტარში" გიორგი არაბიძის წაყვანა.

ის თბილისში 19-წლამდელთა ტურნირსა და საქართველო-მოლდოვის მატჩებს დაესწრო, მერე კი გაზეთ "ლელოს" შთაბეჭდილებები გაუზიარა:

Sportall.Ge- 19-წლამდელთა ნაკრებზე რა შთაბეჭდილება დაგრჩათ?

- ტრიბუნაზე ვიჯექი და ვფიქრობდი, რომ ეს ბავშვები ქართულ სტილს დაშორდნენ და დიდი ფეხბურთის სათამაშოდ დიდი შრომა დასჭირდებათ. უმრავლესობის ტექნიკა, ბურთის მიღება და პასი უკეთესის სურვილს მიტოვებდა. მწვრთნელს ამ გუნდთან უმძიმესი სამუშაო
ელის.

- ეს ნიშანდობლივი მომენტია. ბავშვთა ფეხბურთში მიმართულებები წლების წინ შეიცვალა და ადრინდელივით, ინდივიდუალურად ძლიერ თაობებს მასობრივად ვეღარ ვზრდით...
- 19-წლამდელების მწვრთნელის პრობლემები კარგად მესმის, მას დიდი არჩევანი არ აქვს. სამწუხაროდ, ქართული ფეხბურთის კრიზისი ძალიან გაიწელა და მომავალ თაობათა ზრდის პროცესი ქაოსური გახდა. საბჭოთა სისტემიდან ქართულზე გადასვლა და რეფორმირება აუცილებელია. მცდელობა არის, მაგრამ მეტი რადიკალიზმია საჭირო.

მაგრამ მხოლოდ ცუდის თქმა არ მსურს. ნათესავთან გავჩერდი და დილით სახლიდან რომ გავდიოდი, ბავშვები ფეხბურთით ერთობოდნენ. იმდენნი იყვნენ და იმდენად ლამაზად თამაშობდნენ, მივხვდი, რომ საფეხბურთო ქვეყანაში ვიყავი...

- ჩვენთან ეს ბევრისთვის საკამათო გახდა...
- არ დაიჯეროთ! საქართველო ბევრად უფრო საფეხბურთო ქვეყანააა, ვიდრე უკრაინა. იქ ეზოში ფეხბურთს ამდენი ბავშვი არ თამაშობს და ქართველებივით ნიჭიერებიც არ არიან. მაგრამ მათ ფეხბურთელების გაზრდა იციან, აქ კი ეს დაავიწყდათ.

თუმცა, როგორც გავიგე, საქართველო ესპანელების, გერმანელებისა და ბელგიელების გზას დაადგა - მათ რეფორმირება ერთიანი სისტემის დანერგვით დაიწყეს და შედეგი ამან მოიტანა. მითხრეს, საქართველოშიც იგივე დაიწყესო და ეს უკვე კარგია. მაგრამ ფედერაციის პროგრამას არ ვიცნობ. ჩემი აზრით, უნდა გამოცხადდეს სამოქმედო პროგრამა და კონკრეტული მიზანი - არ ვამბობ, ფიფას რეიტინგის ათეულში მოხვედრაზე ვიფიქროთ-მეთქი, მაგრამ ჩვენი რესურსით 50 საუკეთესოში დამკვიდრება რეალური მგონია.

მიხეილ მეტრეველთან სრულ ინტერვიუს Sportall.ge მოგვიანებით შემოგთავაზებთ.
მკითხველის კომენტარები / 6 /
ავსაჯანას თუ ვერ იტანდით ბავშვებმა რა დააშავეს რომ ძველი შემადგენლობიდან აღარავის ეძახით ნაკრებში. სცადეთ, დაუძახეთ ბიჭებს წლები განმავლობაში ნაკრებში რომ იყვნენ. მაგ.სპანდერა, ქიმერა, ბორუბოვი და....იქნებ გამოვიდეს რამე.
vaxo
02:32 18-11-2016
0
მახსოვს პატარა ასაკობრივი ნაკრებების კარგი თამაში,დამარცხებული ესპანეთი,ინგლისი,ევროპის ჩემპიონატის ნახევარ ფინალი და იქ მსაჯის მიერ აქტიურობით დამარცხებული საქართველო ჰოლანდიასთან,ახლა კი სრული ქაოსი, წინ რო უნდა წავსულიყავით პირიქით უკან მივდივართ ვისაც პასუხი მოეთხოვება ამაზე უნდა მოთხოვოს ვინმემ, ვინც ამაზე ვალდებულია.
bebeto
19:55 16-11-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული