U17. საქართველოს მეტოქეები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევში ცნობილია

AutoSharing Option
13 დეკემბერს უეფას შტაბ-ბინაში 2017-18 წლების ევროპის 17-წლამდელთა ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის წილისყრა გაიმართა.

საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები მე-13 ჯგუფში მოხვდა იტალიასთან, ლატვიასა და მონტენეგროსთან ერთად.

ჯგუფიდან ორი საუკეთესო გუნდი მოიპოვებს ელიტრაუნდის საგზურს. ტურნირი 2017 წლის 24-30 ოქტომბერს გაიმართება და აღსანიშნავია, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ მოახერხა მისი მასპინძლობის უფლების მოპოვება.

საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების კანდიდატები ამჟამად ტექნიკურ ცენტრ "ბასაზე" გადიან შეკრებას და 16 და 19 დეკემბერს ორ ამხანაგურ მატჩს გამართავენ აზერბაიჯანთან.

მომზადებულია gff.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული