საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები მე-13 ჯგუფში მოხვდა იტალიასთან, ლატვიასა და მონტენეგროსთან ერთად.
ჯგუფიდან ორი საუკეთესო გუნდი მოიპოვებს ელიტრაუნდის საგზურს. ტურნირი 2017 წლის 24-30 ოქტომბერს გაიმართება და აღსანიშნავია, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ მოახერხა მისი მასპინძლობის უფლების მოპოვება.
საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების კანდიდატები ამჟამად ტექნიკურ ცენტრ "ბასაზე" გადიან შეკრებას და 16 და 19 დეკემბერს ორ ამხანაგურ მატჩს გამართავენ აზერბაიჯანთან.
მომზადებულია gff.ge-ს მიხედვით