ქუთაისის "ტორპედო": მზადება დაიწყო, ინვესტორი ქალაქის მერს შეხვდა...

AutoSharing Option
ქუთაისის "ტორპედომ" ზამთრის არდადეგები დაასრულა, 10 იანვარს საღორიის ბაზაზე შეიკრიბა და ახალი სეზონისათვის მზადებას შეუდგა...

საქართველოს 2016 წლის თასის მფლობელი 11 ფეხბურთელს შეელია და 5 ახალწვეული ჰყავს: გურამ ადამაძე, გიორგი კუხიანიძე, ბიძინა მახარობლიძე, მერაბ გიგაური და ნიკა საბანაძე. გუნდთან ერთად რამდენიმე მოთამაშემ ივარჯიშა, რომელთა დარჩენა-არდარჩენის საკითხს სამწვრთნელო შტაბი კლუბის ინტერესებიდან და ფინანსური შესაძლებლობებიდან გამომდინარე გადაწყვეტს. ერთი მათგანი მეკარე როინ კვასხვაძის ძმა, გუნდის ყოფილი ნახევარმცველი ნიკა კვასხვაძეა.

კლუბის პრესსამსახურის ცნობით, ტორპედოელები უახლოეს დღეებში სამედიცინო შემოწმებას გაივლიან.
გუნდის მთავარმა მწვრთნელმა კახა ჩხეტიანმა
გაამხილა, რომ ქალაქის მერია კლუბის გასხვისებაზე აუქციონს დღე-დღეზე გამოაცხადებს.

"მომავალ ჩემპიონატში ჩვენი ამოცანა მხოლოდ მაღალი ადგილებისთვის ბრძოლა იქნება. ზაფხულში ევროპის ლიგაზეც საპასუხისმგებლო თამაშები გველოდება.

5 ახალი ფეხბურთელი გვყავს, მაგრამ დაკომპლექტება გრძელდება, თუმცა ჯერ გაძლიერების საშუალება არ გვაქვს.

ხშირად ველაპარაკები ბიზნესმენ ზაზა ჩაჩავას, რომელსაც კლუბში მოსვლის დიდი სურვილი აქვს. ის ქალაქის მერს, შოთა მურღულიას შეხვდა და როგორც ვიცი, ორივე მხარეს თანამშრომლობის დიდი სურვილი გააჩნია.

დიდი იმედი მაქვს, ეს მოლაპარაკება უახლოეს პერიოდში კლუბის სასარგებლოდ დასრულდება, რაც "ტორპედოს" გაძლიერების შესაძლებლობას მისცემს", - ამბობს ჩხეტიანი.

მან მოსამზადებელი ეტაპისა და მოსალოდნელი სირთულეების შესახებაც ილაპარაკა:

"თავიდან საღორიის ბაზის ხელოვნურსაფარიან მოედანზე მოვემზადებით, რადგან ბუნებრივი მინდორი ახლა კონდიციაში მოჰყავთ. მთავარ ყურადღებას ფიზიკურ მომზადებას დავუთმობთ.

ქუთაისი რაგბიში მსოფლიოს ჩემპიონატის თამაშებს უმასპინძლებს, მორაგბეები რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონითა და ჩვენი ბაზის მოედნით ისარგებლებენ და, შესაძლოა, ორივეზე საფარი ამის გამო შეცვალონ. ამაზე პასუხი უახლოეს დღეებში გვეცოდინება. სხვაგვარად, "ტორპედოს" საფარის გაუმჯობესება საკუთარი სახსრებით მოუწევს, რადგან შეკრებიდან დაბრუნებულმა ფეხბურთელებმა ნორმალურ მოედანზე უნდა ივარჯიშონ".

"ზამთრის თასის" შემდეგ "ტორპედო" საქართველოში ოთხ საკონტროლო მატჩს გამართავს - სავარაუდოდ, 25 და 28 იანვარს, აგრეთვე, 1-ელ და 4 თებერვალს. 7 თებერვალს გუნდი ორი კვირით ანტალიაში გაემგზავრება, სადაც 5 საკონტროლო შეხვედრას გამართავს 10, 13, 16, 18 და 20 თებერვალს. მეტოქეთა ვინაობა უახლოეს პერიოდში დადგინდება. 1-ელ მარტს კი "ტორპედო" საქართველოს სუპერთასისთვის "სამტრედიას" შეხვდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
არ შეიძლება თუ ქუთაისელი ხარ გული არ გტკიოდეს ''ტორპედოს''-ბედზე.პირველი ისაა რომ ყველა უცხო მომსვლელი მწრთვნელი იქნება თუ მეპატრონე ყველა ფულის საშოვრად მოდის კი ფული საჭიროა მაგრამ ჯერ საქმე გვიჩვენე გაკეთებული და ფული მერე მოითხოვე-ძოძუაშვილმა მესამედ გაატყავა საკუთარი ქალაქი-გაქანებული ფულის ხარბი აღმოჩნდა დარასელია-ასევე არასწორად იმოძრავა ჟორჟიკაშვილმა და ა.შ.-ეხლა მეპატრონეებზე-ყველაზე საქმიანი და გულიანი ი.კოკაია აღმოჩნდა და ის გადაყვა კიდეც ''ზესტაფონს''-ასევე ცდილობს ფიფია ''დინამოს''-დაეხმაროს და ფულს და გულს არ იშურებს მაგრამ არვიცი ღალატობენ ან თვითონ არასწორად მიყავს თავისი საქმე? ვერ დავიჯერებ ადამიანი ფულს ყრიდეს ტყვილა. და კიდევ არიან უფრო დაბალი ფულის მხარჯველები=მერანში-ვიტ ჯორჯიაში და საბურთალო და ლოკოში. ''ტორპედოს''ადრინდელს ხინიკაძეს უღალატეს და ფულები შეუჭამეს.-დაშორდა.მერე ნაც-სააკიანი-ბოზის-ძმას დათოია ბოზს-ქუთაისელი ცოლის- მეზობლების თხოვნით ნაც-სააკიანმა სომხური ''კარუსელი''-ჩაუტარა და ვითომ ''ვისოლს''-ჩააბარა გუნდი. ატარეს დრო იგულავეს კარგად იპიარეს და წავიდნენ იმაზე ადრე ვიდრე უნდა ყოფილიყვნენ თუ არ იყო პიარი რატომ წავიდნენ? გაკოტრდნენ?-ეხლა ''ტორპედო ცუდ დღეშია-500000-ინვესტორი ვერაფერს იზამს თანაც ევროპაში გასასვლელ გუნდს სერიოზული პატრონი უნდა ''საჩხერეს'' ნაირი პატრონი გვჭირდება ნამდვილად.თუ არადა მიხედოს მერიამ.
ქუთაისელი
11:01 12-01-2017
0
500 ათასი ლარი ეს საოცრად მცირე თანხაა ეს არაა გუნდის აღორძინება,ეს უბრალოდ სურვილია ადამიანის ჰქონდეს გუნდი მაგრამ ყოველგვარი ბოღმის გარეშე ვამბობ,ამ თანხით შეუძლებელია რაიმეს გაკეთება..
kutaiseli
17:45 11-01-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული