თბილისის "დინამომ" ქუთაისის "ტორპედოდან" წასული ფორვარდი დაიმატა

AutoSharing Option
ქუთაისის "ტორპედოში" დეკემბერში საკადრო ცვლილებები რომ დაიწყო, გუნდი რამდენიმე წამყვან ფეხბურთელს შეელია. მაშინ გახდა ცნობილი, რომ "ტორპედო" თავდამსხმელმა ოთარ კვერნაძემაც დატოვა - 23 წლის ფორვარდმა კლუბი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე დატოვა.

მაშინ უცნობი იყო, რა გახდა კვერნაძის მშობლიური ქალაქის გუნდიდან წასვლის მიზეზი, გუშინ კი გავიგეთ, რომ ტანმაღალი (190 სმ) ფორვარდი თბილისის "დინამოში" გადავიდა და ეს ინფორმაცია თბილისური კლუბის პრეზიდენტის, რომან ფიფიას მრჩეველმა ლევან სალუქვაძემაც
დაგვიდასტურა.

თბილისის "დინამომ" ახალწვეულთან ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

შესაძლოა, კვერნაძეს გულშემატკივრები კარგად არ იცნობენ, სამაგიეროდ, დიდი ხანია სპეციალისტები აკვირდებიან და ეს ერთ-ერთი ისეთი ტრანსფერია, რომელიც მეტყველებს, რომ "დინამომ" შიდა ბაზარზე თვალები ფართოდ გაახილა და ბევრისთვის უცნობი, მაგრამ საკმაოდ საინტერესო თავდამსხმელი დაიმატა.

სხვათა შორის, ორი წლის წინ ლაშა ჯაკობია მას ბელგიაში წაყვანას უპირებდა. საგანგებოდ მასზე დასაკვირვებლად "ტორპედოს" ერთ-ერთ მატჩს აგენტი როჟე ანგოტე დაესწრო. ბელგიელს კვერნაძე მოეწონა, მაგრამ ფორვარდი სანაკრებო სტატისტიკის არქონამ დააბრკოლა - კვერნაძეს საქართველოს 17 და 19-წლამდელთა ნაკრებებში ლამის მხოლოდ კანდიდატის სტატუსი ჰქონდა. მხოლოდ ერთხელ, 2012 წლის 27 მაისს ათამაშა ოთარ კორღალიძემ იმ ფორმაციის 19-წლამდელთა ნაკრებში ხორვატიის წინააღმდეგ.

ასეა - ევროპელები ნაკრებში ნათამაშებ ქართველებს არ სწყალობენ და სტატისტიკის გარეშე ხომ...

კვერნაძე უმაღლეს ლიგაში "ზესტაფონში" გამოჩნდა, ბოლო სამი წელიწადი კი მშობლიური ქუთაისის გუნდში გაატარა და 62 მატჩში 21 ბურთი გაიტანა. წლეულს მისი გოლებით ქუთაისელებმა თასის გათამაშების საწყისი ეტაპის მატჩებში ვანის "სულორთან" და ზუგდიდის "ოდიში 1919"-თან მოიგეს, მაგრამ ჩემპიონატის ბოლო ტურებსა და თასის ფინალში აღარ უთამაშია.

"ტორპედოდან" წამოსულ ფორვარდს პოლონეთში გადასვლას სთავაზობდნენ, მაგრამ ეს რეალური ვარიანტი არ აღმოჩნდა, მერე კი უკრაინის პრემიერლიგის ბინადარ ოდესის "ჩერნომორეცში" ჰქონდა სინჯებზე წასვლის ვარიანტი, თუმცა ბოლოს ისევ ყველაზე რეალურს დათანხმდა - თბილისის "დინამოს" შეთავაზება მიიღო და ახალ გამოწვევას შეეჭიდა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 8 /
ოთიკო მე პირადათ არ მომწონს, ზარმაცია, კარგი კადრებს ტორპედო არ უშვებს! მსორი!
გოგი ქუთაისელი
12:10 13-01-2017
0
ise daaxasiates bichi, rom vinme uketesi fexburteli hkavdes dinamos.
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული