გია ცეცაძე: წავიდნენ, აბა, რა უნდა ქნან?! ეს "სამტრედიის" დაშლას არ ნიშნავს

AutoSharing Option
საქართველოს ჩემპიონი "სამტრედია" თბილისში შეიკრიბა და სეზონისთვის მზადებას შეუდგა. გუნდი ჯერ მსუბუქად ვარჯიშობს და დღეს "ზამთრის მასტერსში" ჩაერთო, რომელსაც ახალი სპორტის სასახლე მასპინძლობს.

"მზადება 11 იანვარს დავიწყეთ. ჯერ თბილისში ვივარჯიშებთ, 31 იანვარს კი თურქეთში გავემგზავრებით, სადაც 15 თებერვლამდე დავრჩებით და 4-5 საკონტროლო შეხვედრას ჩავატარებთ. შემდეგ კი საქართველოში დავბრუნდებით და ქუთაისის "ტორპედოსთან" სუპერთასის შეხვედრისთვის მოვემზადებით, რომელიც 1-ელ მარტს გაიმართება", - ამბობს "სამტრედიის" მთავარი მწვრთნელი გია ცეცაძე.

სეზონის დასრულების შემდეგ "სამტრედიაში" რამდენიმე მნიშვნელოვანი ცვლილება მოხდა: გუნდი დატოვეს ბუდუ ზივზივაძემ, ბაჩანა არაბულმა, ლაშა
შერგელაშვილმა
და დაჩი ცნობილაძემ. ჯერ მხოლოდ ერთი ფეხბურთელი მოვიდა - "სამტრედიამ" ქუთაისის "ტორპედოდან" ავთანდილ ენდელაძე დაიბრუნა.

ბევრმა ჩათვალა, რომ ლიდერების წასვლით "სამტრედია" ახალ ჩემპიონატს დასუსტებული შეხვდება. ცეცაძე ამ აზრს არ ეთანხმება:

"ჯერ გარკვეული არ არის, ვინ მოვა და ვინ წავა, მაგრამ ლაპარაკი გუნდის დაშლასა და დასუსტებაზე უადგილოა. არაბული "დინამოს" ეკუთვნოდა და დაიბრუნდა, რამდენიმე მოთამაშეს კი უცხოეთში კარიერის გაგრძელების შანსი გაუჩნდა და მათ ხელს ვერავინ შეუშლიდა. უნდა წავიდნენ და განვითარდნენ, აბა, რა უნდა ქნან?

მაგრამ ეს "სამტრედიის" დაშლას არ ნიშნავს, მოვიყვანთ ახალ ფეხბურთელებს და ავათამაშებთ.

სეზონის დაწყებამდე ვინმეს რომ ეთქვა, ზივზივაძე საუკეთესო ფეხბურთელი გახდებაო, დაიჯერებდით? საქართველოში და "სამტრედიაშიც" ბევრი ნიჭიერი მოთამაშეა, რომელთა შესაძლებლობებს გახსნა და წარმოჩენა სჭირდება. დარწმუნებული ვარ, სასურველ და სასარგებლო მოთამაშეებს მოვიყვანთ".

გარდამავალ ჩემპიონატში "სამტრედია" 14-15-კაციან ბირთვს ეყრდნობოდა. 2017 წლის ჩემპიონატი კი გაცილებით რთული იქნება, რადგან 10 გუნდი ოთხ წრედ 36 მატჩს ჩაატარებს და გაცილებით მეტი რესურსია საჭირო. ხომ არ აპირებს ცეცაძე ამ ბირთვის გაზრდას?

"მესმის, რომ დატვირთვა უფრო მეტ ფეხბურთელზე უნდა გადანაწილდეს, მაგრამ წლეულსაც დაახლოებით ასევე იქნება, შესაძლოა, 16-18 კაცი გვყავდეს".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 8 /
ძალიან კარგად ვიცი ცეცაძის მებრძოლი და შეუპოვარი ხასიათი! არასოდეს დაითრგუნება! არასოდეს დაყრის ფარ ხმალს მაგრამ ამ კაცს ომის გადატანა მოუწევს ევრო სარბიელზე! საბედნიეროდ სამტრედიას ძალიან ძლიერი მთავარსარდალი ყავს ცეცაძის სახით! ასევე ძალიან ნიჭიერი ფიზ მომზადების მწვრთნელი ბატონი თემურ ლორთქიფანიძე , მიუხედავად ამისა კიდევ ვიმეორებ ამ ხალხს ომის გადატანა უწევთ, ომს კი მოგეხსენებათ მათ გარდა ვინც მოვიხსენე ჯარიც ჭირდება! მინდა იმედი ვიქონიო რომ ღირსეული შევსება იქნება იმ წასული ფეხბურთელებისა ვინც გუნდი დატოვეს, სხვანაირად შედეგი წარმოუდგენელია ამხელა დონეზე! წარმატებები გიას და ყველა სამტრედიის გულშემატკივარს!!!!!!!!!
temur potskhveria
15 იანვარი 2017 00:09
0
მართლა მაინტერესებს რამდენით მეტი ხელფასია ლატვიის აუთცაიდერში საქართველოს ჩემპიონტან შედარებით რა უბედურებაა მტავარია გაქცევა? ლატვია განვიტარებული ფეხბურტელი მე არ მინახია
მერე იტყვით გულშემატკივრები არ გვაფასებენო ვინც გაფასებტ პატივი გვეციტ და მერე უფრო მეტი დაგაფასებტ
berdo
14 იანვარი 2017 02:11
0
არ ინერვიულოთ სამტრედიაში ისეთი ძლიერი ფხბურთელები მოვლენ რა პოზიციაზეც საჭიროა მერე იტყვიტ ეს ხალხი სად ნახაო ასე რომ არარი არაფერი სახტუნაო შერგელას რაც შეეხება სწორი იყო თუ არა მისი არჩევანი გამოჩნდება სულ მალე ისე ლატვია როგორც საფეხბურთო განვითარებისთვის ვერ წარმომიდგენია,
samtredski
13 იანვარი 2017 21:06
0
რა უნდა ქნან კიარა, ჩემპიონთა ლიგაზე უნდა გამოხვიდეთ და კიდე ჩაუკუკავთ. ქვეყნის სირცხვილია ეს ყველაფერი. ხალხი ამიტო არ დადის თქვენ თამაშებზე.
BBT
13 იანვარი 2017 19:21
0
ვისაც წასვლა უნდა ხელს არავის შეუშლიან, გაგდებით არ გაუგდიათ და თვითონ წავიდა,ძალით ხომ არ დააკავებდნენ
გუნდი
13 იანვარი 2017 19:19
0
სამტრედია კიდე იტყვის თავის სიტყვას
გულშემატკივარი იღებს იმას რასაც იმსახურებს
13 იანვარი 2017 17:29
0
ქართულ ფეხბურთს რომ არასოდეს არაფერი ეშველება უეჭველია

სად უნდა განვითარდეს ლატვიაში? ლატვიაში განვითარებული ფეხბურთელი სად გინახავთ უდაბლესი დონის ჩემპიონატია ხელი არ უნდა შეუშალო თუ მიდის ჰოლანდია/ბელგია და მაღალი დონის საფეხბურთო ქვეყნებში მაგრამ ლატვიაში ხელიც უნდა შეუშალო და სულ რომ მილიონი მოგცეს არ უნდა გაუშვა
მითუმეტეს გუნდს ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო აქვს სათამაშო
shota
13 იანვარი 2017 16:32
0
ვეთანხმები ცეცაძეს, ფეხბურთელს გახსნა და წარმოჩენა ჭირდება რაც დაამტკიცა უკვე ამკაცმა ამ კლუბში მიწვეული ახალგაზრდა ფეხბურთელებით,რომლებიც სათადარიგო სკამზე ისხდნენ თავიანთ ყოფილ კლუბებში,და რომ არა ასეთი სწორი ხედვა კლუბის ხელმძღვანელობისა და აგრეთვე მწვრთნელებისა არავინ იცის ეს ნიჭიერი ბიჭები სად ჩაიკარგებოდენ.. წ ა რ მ ა ტ ე ბ ე ბ ი ი...
romandro
13 იანვარი 2017 15:54
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული