"მზადება 11 იანვარს დავიწყეთ. ჯერ თბილისში ვივარჯიშებთ, 31 იანვარს კი თურქეთში გავემგზავრებით, სადაც 15 თებერვლამდე დავრჩებით და 4-5 საკონტროლო შეხვედრას ჩავატარებთ. შემდეგ კი საქართველოში დავბრუნდებით და ქუთაისის "ტორპედოსთან" სუპერთასის შეხვედრისთვის მოვემზადებით, რომელიც 1-ელ მარტს გაიმართება", - ამბობს "სამტრედიის" მთავარი მწვრთნელი გია ცეცაძე.
სეზონის დასრულების შემდეგ "სამტრედიაში" რამდენიმე მნიშვნელოვანი ცვლილება მოხდა: გუნდი დატოვეს ბუდუ ზივზივაძემ, ბაჩანა არაბულმა, ლაშა
ბევრმა ჩათვალა, რომ ლიდერების წასვლით "სამტრედია" ახალ ჩემპიონატს დასუსტებული შეხვდება. ცეცაძე ამ აზრს არ ეთანხმება:
"ჯერ გარკვეული არ არის, ვინ მოვა და ვინ წავა, მაგრამ ლაპარაკი გუნდის დაშლასა და დასუსტებაზე უადგილოა. არაბული "დინამოს" ეკუთვნოდა და დაიბრუნდა, რამდენიმე მოთამაშეს კი უცხოეთში კარიერის გაგრძელების შანსი გაუჩნდა და მათ ხელს ვერავინ შეუშლიდა. უნდა წავიდნენ და განვითარდნენ, აბა, რა უნდა ქნან?
მაგრამ ეს "სამტრედიის" დაშლას არ ნიშნავს, მოვიყვანთ ახალ ფეხბურთელებს და ავათამაშებთ.
სეზონის დაწყებამდე ვინმეს რომ ეთქვა, ზივზივაძე საუკეთესო ფეხბურთელი გახდებაო, დაიჯერებდით? საქართველოში და "სამტრედიაშიც" ბევრი ნიჭიერი მოთამაშეა, რომელთა შესაძლებლობებს გახსნა და წარმოჩენა სჭირდება. დარწმუნებული ვარ, სასურველ და სასარგებლო მოთამაშეებს მოვიყვანთ".
გარდამავალ ჩემპიონატში "სამტრედია" 14-15-კაციან ბირთვს ეყრდნობოდა. 2017 წლის ჩემპიონატი კი გაცილებით რთული იქნება, რადგან 10 გუნდი ოთხ წრედ 36 მატჩს ჩაატარებს და გაცილებით მეტი რესურსია საჭირო. ხომ არ აპირებს ცეცაძე ამ ბირთვის გაზრდას?
"მესმის, რომ დატვირთვა უფრო მეტ ფეხბურთელზე უნდა გადანაწილდეს, მაგრამ წლეულსაც დაახლოებით ასევე იქნება, შესაძლოა, 16-18 კაცი გვყავდეს".
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მერე იტყვით გულშემატკივრები არ გვაფასებენო ვინც გაფასებტ პატივი გვეციტ და მერე უფრო მეტი დაგაფასებტ
სად უნდა განვითარდეს ლატვიაში? ლატვიაში განვითარებული ფეხბურთელი სად გინახავთ უდაბლესი დონის ჩემპიონატია ხელი არ უნდა შეუშალო თუ მიდის ჰოლანდია/ბელგია და მაღალი დონის საფეხბურთო ქვეყნებში მაგრამ ლატვიაში ხელიც უნდა შეუშალო და სულ რომ მილიონი მოგცეს არ უნდა გაუშვა
მითუმეტეს გუნდს ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო აქვს სათამაშო