გიორგი დათუნაიშვილი: მიხარია, რომ "სამტრედიაში" დავრჩი

AutoSharing Option
უკვე შეგვიძლია იმის თქმა, რომ "სამტრედიას" მოედანზე კვლავ ძველი კაპიტანი გაიყვანს - კლუბის მესვეურები საყრდენ ნახევარმცველ გიორგი დათუნაიშვილს ახალ კონტრაქტზე შეუთანხმდნენ.

"გადაწყდა, რომ "სამტრედიასთან" ხელშეკრულებას 2017 წლის ბოლომდე გავახანგრძლივებ. ინტერესი გორის "დილას" ჰქონდა, მაგრამ საბოლოოდ, ყველაზე რეალური წინადადება "სამტრედიისგან" მივიღე.

რა დასამალია და, წასვლის დიდი სურვილი არც მქონდა. სხვა ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ჩემპიონი გუნდია, მე კი მისი კაპიტანი ვარ, გუნდს, გარემოსა და მაყურებელს შევეჩვიე და მიხარია, რომ საბოლოოდ, დარჩენა გადავწყვიტე.

ნებისმიერი ფეხბურთელისთვის სასურველია ისეთ მწვრთნელთან მუშაობა, რომელმაც ფეხბურთელებს გასაღები
მოუძებნა და მათი დადებითი მხარეების მაქსიმალურად წარმოჩენას შეუწყო ხელი. პლუს, ძალიან მაგარი გულშემატკივარი გვყავს, რომელთა მხარდაჭერაც ძალიან გვეხმარება.

ეს ის ფაქტორებია, რაზეც დღეს "სამტრედია" დგას და მიხარია, ახალ სეზონშიც ამ გუნდში რომ ვითამაშებ", - ამბობს დათუნაიშვილი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ჯიგარი ხარ შენ ვერსადაც ვერ წახვიდოდი სამტრედიის ხარ კარიერის დასრულებამდე ასე მგონია ზიბოც ჩვენთან დარჩება საბოლაოდ. ვერც ის უღალატებს სამტრედიელ ბალეშიკებს,
dato
15:16 15-01-2017
0
სწორი გადაწყვეტილებაა.წარმატებები...
romandro
14:42 15-01-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული