დიდი ალბათობით, "ზუგდიდს" მისი კაპიტანი ნიკა აფაქიძე დატოვებს. ის კლუბის გარშემო დატრიალებული ამბებით გულდაწყვეტილია.
"ამ თემაზე, თუ რა მოხდა "ზუგდიდში", იმდენი ითქვა და დაიწერა, რომ მას აღარ დავუბრუნდები. სეზონის ბოლოს მოთამაშეებისა და პერსონალის სახელფასო დავალიანება დაგროვდა, მაგრამ გუნდსა და ფეხბურთელებს შორის ინდივიდუალური შეთანხმებები მოხდა, ნაწილი საახალწლოდ დაიფარა, დარჩენილი ნახევარი კი 20 თებერვლამდე უნდა დაგვირიცხონ.
მინდა
"ზუგდიდის" კაპიტანი ამბობს, რომ წინადადებები აქვს უზბეკეთიდან და შვედეთიდან:
"როგორც ვიცი, ახალ სეზონში ფეხბურთელების დიდი ნაწილი დარჩენას არ აპირებს და არავინ უწყის, პრო ლიგა 2-ში "ზუგდიდის" ფორმით ვინ ითამაშებს.
ჩემს მომავალს რაც შეეხება, წინადადებები უზბეკეთის უმაღლესი ლიგისა და შვედეთის რანგით დაბალი ლიგის გუნდებიდან მაქვს. ამას გარდა, ჩემით საქართველოს უმაღლესი ლიგის 2 გუნდიც დაინტერესდა.
თუმცა ჯერ არ გადამიწყვეტია, რადგან ოჯახის ფაქტორი კარგად დაფიქრებას მაიძულებს და ამის გამო, შესაძლოა, უპირატესობა საქართველოში დარჩენას მივანიჭო. თუმცა უცხოურ შემოთავაზებებზე საბოლოო პასუხი ჯერ არ გამიცია".
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"