[ექსკლუზივი] გორის "დილამ" ორი ბრაზილიელი ფეხბურთელი დაიმატა [PHOTO]

AutoSharing Option
როგორც Sportall.ge-მ შეიტყო, გორის "დილას" შემადგენლობას ახალ სეზონში ორი ბრაზილიერი ლეგიონერი გააძლიერებს. ჩვენი ინფორმაციით, კლუბთან კონტრაქტი ლეანდრო რიბეირომ და ჟეან დერეტმა გააფორმეს.

დერეტი 23 წლისაა და ამპლუით ნახევარმცველია. კარიერის განმავლობაში მას "ფიგუეირენშეს", "გრემიოს", "ჯუინვილეს" და "მოგი მირიმის" შემადგენლობაში უთამაშია. "ჯუინვილესთან" ერთად დერეტმა ბრაზილიის ჩემპიონატის სერია ბ მოიგო, ამასთანავე ლიბერტადორესის თასზეც ითამაშა.

რაც შეეხება რიბეიროს, ის 22 წლისაა და ამპლუით თავდამსხმელია. რიბეირო თავის დროზე ბრაზილიური "ინტერნაციონალის", "აროუკას", "გლორიას" და "ვილა ნოვას" ღირსებას იცავდა.

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 7 /
იმედია ზოგიერთი ლეგიონერებივით პარკეტჩიკები და პარიკმახერები არ აღმოჩნდებიან და თავს დაგვამახსოვრებენ.
ქომაგი
17 იანვარი 2017 10:18
0
კაი დილა გათენებულიყოს
Tyyata
15 იანვარი 2017 13:32
0
ესენი რომ მოვიდნენ თქვეს კიდეც,მომავალი სეზონიდან სულ სხვა გორის დილას იხილავთო(კარგი გაგებით)იმედია გაამართლებენ
ძალიან კარგი
15 იანვარი 2017 09:36
0
დილას ჭიაბერიც დაუბრუნდა
salo
15 იანვარი 2017 08:48
0
ებრაელი მწვრთნელი მოიყვანეს, არ მქონდა მაგ სპონსორების იმედი, სავარაუდოდ მიაქცევენ გუნდს ყურადღებას!
Fsiuuu
14 იანვარი 2017 23:18
0
იმედია ფეხბურთელები არიან
dila
14 იანვარი 2017 22:58
0
გამიხარდა მიუხედავად ძალიან, მალადეც დილა! კარგი ფეხბურთელები ჩანან
gio
14 იანვარი 2017 22:37
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული