ინვესტორი: ეჭვი არ შეგეპაროთ, გვსურს, გორის "დილამ" ჩემპიონთა ლიგა მოიგოს!

AutoSharing Option
დღეს, 17 იანვარს, სასტუმრო "ქორთიარდ მერიოტში" გორის "დილამ" ახალი მთავარი მწვრთნელი ზივ არიე წარადგინა. პრესკონფერენციაზე იმყოფებოდა "დილას" ერთ-ერთი მფლობელი არიელ ავრამი, რომელმაც კლუბის სამომავლო გეგმებზე საკმაოდ ვრცლად ისაუბრა.

- "დილას" ახალი მწვრთნელი: შანსი გამომიჩნდა დიდ კლუბში მუშაობის...

"ჩვენ "დილა" არც ისე დიდი ხნის წინ შევიძინეთ. კლუბში ფინანსური მდგომარეობა მთლად კარგი ვერ იყო, იყო სხვა პრობლემებიც... მადლობას ვუხდით ჩვენს ყოფილ მთავარ მწვრთნელ უჩა სოსიაშვილს, რომელმაც "დილაში" ბოლო რამდენიმე წელი იმუშავა. ის ჩვენი ძალიან კარგი მეგობარია, მაგრამ ამ ეტაპზე გადავწყვიტეთ, რომ მასთან
საქმიანობის გაწყვეტა სწორი იქნებოდა. სამომავლოდ წარმატებებს ვუსურვებთ.

ყველა ბიზნესმენი ახალი პროექტის წამოწყებით მოხარულია. ასე ვართ ჩვენც. საქართველოში ახალი პროექტის წამოწყება იოლი ნამდვილად არ არის, მაგრამ ეს ქვეყანა ახალ საფეხბურთო ერას იწყებს და ვაცნობიერებთ, რამხელა ძალისხმევას დებს ამაში საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია და ფეხბურთის განვითარების ფონდი. გვჯერა, გულშემატკივრებთან და გუნდში მომუშავე პროფესიონალებთან ერთად წარმატება აუცილებლად მოვა.

კლუბში ბევრი ცვლილება იგეგმება, თუმცა ეს ყველაფერი დროს საჭიროებს. კლუბში მოვიდა ადამიანი, რომლის სამწვრთნელო კარიერა 20 წელს ითვლის. ის საკმაოდ გამოცდილია ახალგაზრდა ფეხბურთელებთან მუშაობის მხრივ და ჩვენ სწორედ ეს გვჭირდება. ესაა ის, რაც ჩვენი კლუბის წარმატებისთვისაა საჭირო. მისი საფეხბურთო ცოდნაა ის, რისიც გვჯერა.

საქართველოში დიდი ხანი არ ვარ და არ ვიცი, რამდენად მისაღებია ამ ქვეყანაში ბიუჯეტზე საჯაროდ საუბარი. ვინაიდან კლუბი კერძო საკუთრებაშია, ვერ ვხედავ საჭიროებას თანხის დასახელების, რომელსაც "დილას" მოვახმართ, მაგრამ გპირდებით, რომ "დილა" წარმატებული იქნება.

მთელ მსოფლიოში ფეხბურთი ბიზნესია. ფეხბურთი საკმაოდ რთული ბიზნესია, მას ბევრი ემოცია ახლავს. მასში ძალიან ბევრი მოთამაშე, გულშემატკივარი, მედიასაშუალებაა ჩართული, მაგრამ, საბოლოოდ, ეს მაინც ბიზნესია. ჩვენ მოვედით აქ და ვაკეთებთ ამას, რადგან გვსურს, წარმატებული ბიზნესი გვქონდეს. საჭიროებისამებრ, უზრუნველვყოფთ კლუბს, გავუწევთ ფინანსურ მხარდაჭერას...

ახლა რომ გითხრათ, "დილა" წელს ჩემპიონატს მოიგებს და ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვდება, არარეალური დაპირება იქნება. ეჭვი არ შეგეპაროთ, გვსურს, "დილამ" ჩემპიონთა ლიგა მოიგოს, მაგრამ თუ გგონიათ, რომ როგორც მფლობელს, გვჯერა, ეს წელსვე მოხდება, ცდებით. ფეხბურთში საკმაო გამოცდილება გვაქვს და ცრუ დაპირებების მოცემას არ ვაპირებთ. ევროპალიგასა და ჩემპიონთა ლიგაზე აუცილებლად ვითამაშებთ და ამას სწორ გზაზე სიარულით მივაღწევთ.

ჩვენი სამომავლო გეგმა ასეთია: გვსურს, გვყავდეს გუნდი, სადაც საკმაოდ გამოცდილ ფეხბურთელებთან ერთად მრავალი ახალგაზრდაც იქნება. ცალსახად შემიძლია გითხრათ, რომ "დილა" არ იქნება 1-2 ფეხბურთელზე დამოკიდებული.

რაც შეეხება ინფრასტრუქტურას... საიდუმლო არაა, რომ ამ მხრივ საქართველოში ლიდერი გუნდი არ ვართ და არც ისაა საიდუმლო, რომ კარგი ინფრასტრუქტურის გარეშე წარმატებას ვერ მივაღწევთ. გეგმები ამ მიმართულებითაც გვაქვს: მუნიციპალიტეტთან ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს, შევარჩიეთ მიწებიც... კარგი ინფრასტრუქტურის ქონა ყველას ინტერესშია!", - განაცხადა არიელ ავრამმა.
მკითხველის კომენტარები / 26 /
ანალოგიური დაპირებები ქონდათ ზუგდიდში ჩამოსულ უკრაინელ ინვესტორებსაც,და შედეგი?გაატყავეს,გაანადგურეს გუნდი და გაიქცნენ.ღმერთმა ქნას გორში ყველაფერი კარგად განვითარდეს.
თენგო
20 იანვარი 2017 11:54
0
ასე ანვითარებს ახალი დირექტორი და ინვესტორი გუნდს? გუშინ პირველი ვარჯიშის მერე ფეხბურთელებს აჭამეს და საათნახევარი მეორე ვარჯიშამდე გასახდელში და მანქანებში აყურყუტეს ბიჭები. ეგაა თქვენი ფეხბურთის განვითარება? მაგ მწვრთნელმა თუ არ იცის ასწავლეთ რომ ვარჯიშიდან ვარჯიშამდე ფეხბურთელი უნდა მოასვენოს ნორმალურად თუ პირუტყვები არიან ბიჭები? თქვენ აქ ვერაფერი გააკეთოთ ვაი თქვენს პატრონს. ფონდის მილიონებს ელოდებით თქვენ !
Lasha
19 იანვარი 2017 14:14
0
დილას ბუფეთჩიკი ვიგულისხმე გორის კატლეტები და გორული ჩინური თამადა უნდათ ამთ ერთი...
dinamo
18 იანვარი 2017 16:54
0
დილას ბუფფეთჩიკიც დაგესვათ პრეზიდიუმში რა ამბავია , ამ გუნდს ლოგო მაინც ქონდა ისიც არ ჩანს ავოეე ფედერაციის ლოგო უფრო კაშკასებს:))))
dinamo
18 იანვარი 2017 16:37
0
რა ჩემპიონთა ლიგის მოგება,რას ბოდავენ,აიაქსს აღარ აქვს ჩემპიონთა ლიგის მოგების იმედი და ესენი რა ზღაპრებს ყვებიან.
მალხაზი
18 იანვარი 2017 14:02
0
ზესტას ფანი ვარ მაგრამ მომწონს დილას რომ აფინანსებენ ნეტავ ასე აფინანსებდეს ინვესტორი ყველა ქარტულ კლუბს ტუნდაც 1 მილიონი ლარით იმედია ინვესტორები მომრავლდებიან და უფრო მოიტხოვენ მაგალი დონის ტამასჰს ტავის გუნდებს
Gaga
18 იანვარი 2017 14:00
0
ყველა ჩვენ როგორ გვაბოლებს, მილიონზე მეტი დაფინანსება საშუალოზე დაბალი დონის ევროპული კლუბების საბავშო საფეხბურთო სკოლებს აქვთ... ეტყობა გამოყოფილი ფულის სუნი ეცათ, ამაში ბადალი არ ჰყავთ
mamuka kikabize
18 იანვარი 2017 13:41
0
სანიკიძის და რუხაიას გადასაწყვეტი რომ გახდება რამე გუნდში ვაი მაგ ებრაელების ბრალი მერე. რა გაუკეთებია სანიკიძეს რო ახლა გუნდის მართვა შეძლოს ან ჩაერიოს ფეხბურთის ამბებში. როგორ ცუდად დაამთავრებენ. რას ერჩოდნენ უჩას? დაეტოვებინათ გუნდში ამაზე ნორმალურად მაინც დაალაგებდა სიტუაციას. მერე დარასელია უნდა ყოფილიყო მწვრთნელი და ისიც მოიცილეს .
Lasha
18 იანვარი 2017 13:38
0
ხალხო რა კომენტარებია რა გჭირთ? საიდან ამდენი სკეპტიციზმი? ძალიანაც სწირად უდგებიან საკითხებს ეს ხალხი. რაც შეეხება ვიღაცეები რომ წერენ ფეზბურთიდან შორს დგანანო, ეს ინვესტორი წლების განმავლობაში იყო თელავივის მაკაბის ვიცე პრეზიდენტი და მართლა ესმის თანამედროვე საფეხბურთო მენეჯმენტი, დილას რომ წლების განმავლობაში მიწებებული წურბელები ჰუავდა იმათგან განსხვავებით. ასე რომ წარმატებები. ბოღმები ჯიბეში ჩაიდეთ.
xalxo
18 იანვარი 2017 13:12
0
სოსო არაჯუღაშვილი-გორი-ს პირველი: ის არაბი შეიხები რომელზეც შენ ლაპარაკობ საერთოდ წარმოდგენა გაქვს რამდენს დებენ ინგლისის კლუებში) მილანი აიღე მაგალითად განადგურებული იყო ბერლუსკონის ხელში) ჩინელი ინვესტორები მოვიდნენ და რაღაცას წარმოადგენენ ეხლა თასიც მოიგეს)ხომ გახსოვს(ალბათ) მილანი 13 ადგილზე რომ იყო და ლიგიდან ლამის გავარდა?!))) ნუ ამათთან გორის დილას შედარება არც მიფიქრია აზრად უბრალოდ საერთო აქვთ ერთი იქ ინვესტორი იმდენს დებს გუნდმა რაღაცას მიაღწიოს(თასი მოიგოს, ჩემპიონატში 6ულში იყოს და მთავარი ჩემპიონთალიგაზე იყოს(იქ ყოველი მოგება ძალიან დიდ ფულთან არის დაკავშირებული) მერე მედიიდან ბილეთებიდან და ა.შ. ამოიროს ეს თანხა ორმაგად ათმაგად.)))))) და შენ მოგყავს ინვესტორი რომელიც 1 მილიონზე მეტს არ იხდის წელიწადში ვიმეორებ წელიწადში როცა ჩემპიონატიდან 1ზე გასული გუნდი ისედაც 2 მილიონზე მეტს მიიღებს მოგებებით და პლიუს დაკავებული ადგილით!! აი მოგება საიდან დარჩება პირველივე წელს უკვე გათვლილი აქვს)))))))))! ინვესტორი მოიყვანეთო რომ ვამბობთ ერთ მილიონზე მეტი ისრაელის უმაღლესი ლიგის ყველა გუნდს აქვს)) კი გორელი კაცი ხარ ალბათ და შეგტკივა შენ ქალაქზე გული როცა სხვა შენი გადმოსახედიდან ათაკილებს მაგრამ, ეგ გვღუპავს ადამიანებს სწორედ სწორხაზოვნად რომ აზროვნებენ და გვერდზე არ იხედებიან მერე რა რომ შენია მაინც ყველა გადმოსახედიდან უნდა შეხედო როგორარის სწორად!!!!) ბოლობოლო ზესტაფონს ქონდა მილიონზე მეტი ბიუჯეტი 2009ში)) კარგი რა კარგი რაააა თვალებში გამოიხედეთ))))
svan
18 იანვარი 2017 12:36
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული