სერგეი ლიტოვჩენკო: თბილისის "დინამოზე" რომ გავიგე, სხვა წინადადებები აღარც განმიხილავს

AutoSharing Option
თბილისის "დინამოს" ახალწვეულმა, უკრაინელმა მეკარე სერგეი ლიტოვჩენკომ footboom.com-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა.

ამჟამად ლიტოვჩენკო "დინამოსთან" ერთად თურქულ შეკრებაზე იმყოფება, გარდამავალ ჩემპიონატში კი "ზუგდიდის" ღირსებას იცავდა.

- შვებულებამ როგორ ჩაიარა?

- შესანიშნავად. განსაკუთრებით, ზანზიბარში მოგზაურობა დამამახსოვრდა, ეს ჩემი პირველი ვიზიტი იყო აფრიკაში...

ვარჯიშები? ფრენბურთს ყოველდღე ვთამაშობდი, შემდეგ კი ხარკოვში ჩავედი და მეგობრებთან ერთად ფეხბურთი ვითამაშე. ამიტომ შეიძლება ითქვას, რომ ფორმას სტაბილურად ვინარჩუნებდი.

- გასულ წელს საქართველოში გადაბარგდი. რთული იყო ამ გადაწყვეტილების მიღება?
- სიმართლე გითხრათ, უკრაინიდან გამგზავრება იოლი არ იყო, მაგრამ კარგად
მესმოდა, რომ სათამაშო პრაქტიკით უკეთეს გუნდში მოხვედრის შანსი მექნებოდა.

- რას გვეტყვი საქართველოს ჩემპიონატზე?
- საქართველოს ჩემპიონატში ბევრი ტექნიკური ფეხბურთელი თამაშობს. თუ უკრაინულს შევადარებთ, საქართველოს ჩემპიონატი გაცილებით სანახაობრივია, რადგან აქ ნაკლები ბრძოლაა. ერთადერთი მინუსი ისაა, რომ უკრაინაში ყველა გუნდს კარგი სტადიონი აქვს.

- როგორ გაჩნდა თბილისის "დინამოს" ვარიანტი? გქონდა თუ არა სხვა შემოთავაზებები?
- შემოთავაზების მიღების შემდეგ კლუბის მთავარ მწვრთნელ ვიაჩესლავ გროზნის და პრეზიდენტ რომან ფიფიას შევხვდი. სწორედ ამ შეხვედრაზე განვიხილეთ ყველაფერი. თავიდანვე გადაწყვეტილი მქონდა - მსურდა ამ კლუბში თამაში, რადგან მას დიდი ამბიციები აქვს, ეს კი თანამედროვე ფეხბურთში მნიშვნელოვანია.

სხვა წინადადებები? როგორც კი "დინამოზე" გავიგე, სხვა წინადადებები არც განმიხილავს. ბედნიერი ვარ, რომ ყველაფერი წარმატებულად დასრულდა.

- რას გვეტყვი ვიაჩესლავ გროზნიზე?
- ის ძალიან მომთხოვნი მწვრთნელია, რომელიც ფეხბურთელებისგან დისციპლინას და საქმისადმი სერიოზულ მიდგომას მოითხოვს.

- როგორია კლუბის ინფრასტრუქტურა?
- "დინამოს" თანამედროვე სავარჯიშო ბაზა აქვს, სადაც შესანიშნავი პირობებია. აქ ფეხბურთელის განვითარებისთვის ყველაფერია.

- როგორია შენი მიზნები წელს?
- ვეცდები, კლუბს ჩემპიონობასა და ევროასპარეზზე მოხვედრაში დავეხმარო.

- საქართველოს როგორ დაახასიათებ?
- თავისი საინტერესო კულტურით, ლამაზი ბუნებით და ყველასთვის საყვარელი სამზარეულოთი ეს ძალიან ლამაზი ქვეყანაა. საქართველოში თავს კომფორტულად ვგრძნობ.

- სამზარეულო აღნიშნე. რომელი კერძი მოგწონს ყველაზე მეტად?
- აჭარული ხაჭაპური.

- ამბობენ, საქართველოში ბევრი ლამაზი ადგილიაო. მართლა ასეა?
- კი, მოვიარე საქართველო, ვნახე მთები... ძალიან ბევრი ლამაზი ადგილია და ყველას ვურჩევ, ცხოვრებაში ერთხელ მაინც იხილოს ეს მშვენიერება.
მკითხველის კომენტარები / 1 /
eg bichi dinamos unda aekvana, imsaxurebda, vigaza litovchenkos rom gauformes kontrakti zugdidshi 5-5 burtebs rom ushvebda.
firali
18 იანვარი 2017 17:57
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული