კობიაშვილი "ზესტაფონის" საკითხზე: ეს ჩემი მესიჯია, რომელსაც იმედია, მიიღებთ...

AutoSharing Option
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა Sportall.ge-ს ექსკლუზიურ ინტერვიუში განუცხადა, რომ მზადაა გულშემატკივართან და მედიის წარმომადგენლებთან ერთად დასხდეს და "ზესტაფონის" საკითხი განიხილოს.

- "ზესტაფონზე" უნდა გკითხოთ. მოვისმინეთ როგორც კლუბის პოზიცია, ისე - ფედერაციის. საინტერესოა, რა არის ის მაქსიმუმი, რისი გაკეთებაც დღეს სფფ-ს შეუძლია ამ კლუბისთვის?
- ჩემის მხრივ, დიდ პატივისცემას გამოვხატავ ამ კლუბისადმი და ძალიან განვიცდი, რომ "ზესტაფონი" დღეს არ თამაშობს. ეს თემა ჩიხში ძალიანაა შესული და ამ ჩიხიდან გამოსავალი ერთად უნდა ვეძებოთ: ჩვენ, გულშემატკივრებმა, მედიამ... ყველას ინტერესია, რომ "ზესტაფონი"
საფეხბურთო რუკაზე გაჩნდეს.

კლუბის ხელმძღვანელობას ვესაუბრეთ და პრო 2-ში თამაში შევთავაზეთ, რათა შემდეგ, სპორტული შედეგების მიხედვით, პრო 1-ში დაბრუნდნენ. ჩემთვის მიუღებელია მიდგომა - "ჩვენ მხოლოდ იმ შემთხვევაში დავბრუნდებით, თუ პრო 1-ში ვითამაშებთ". ეს არაა სწორი. ბევრი ნიუანსი და პრობლემაა, რომელმაც საქმე აქამდე მიიყვანა. მე რომ ვდგამ ნაბიჯებს, მათაც უნდა გადმოდგან.

რას ჰქვია, კლუბში ფინანსებს მხოლოდ მაშინ ჩავდებ, თუ გუნდს პრო 1-ში დაუშვებენ? ეს სპორტია. თუ ასეთ მიდგომას დავნერგავთ და შემდეგ რომელიმე კლუბი პრო 1-დან გავარდება, ინვესტორი უნდა ადგეს და წავიდეს? ჩვენ რაც შევთავაზეთ "ზესტაფონს", ვფიქრობ, ეგეც არასწორია. გუნდი, რომელსაც ორი წელია, ნათამაშები არ აქვს, უფრო ქვემოთ ლიგიდან უნდა იწყებდეს, ჩვენ კი მზად ვიყავით დათმობებზე წავსულიყავით, თუმცა, მეორე მხარემ სურვილი არ გამოთქვა.

ამჟამად გვსურს, მეორე ფრთას - გულშემატკივარს შევხვდეთ. გვინდა, ეს თემა ფართოდ გავშალოთ. ძალიან გამიხარდება, თუ მედიის წარმომადგენლების ჩართულობა იქნება. ერთად დავსხდეთ, ვისაუბროთ, ვთქვათ, რა იყო, როგორ იყო, რატომ მოხდა ეს ყველაფერი, სად ვართ დღეს გაჩერებულნი და როგორ გამოვიდეთ ამ მდგომარეობიდან. მე მხოლოდ გამიხარდება. ეს ჩემი მესიჯია, რომელსაც იმედია, მიიღებთ", - გვითხრა კობიაშვილმა.

Sportall.ge კობიაშვილთან სრულ ინტერვიუს ხვალ შემოგთავაზებთ.
მკითხველის კომენტარები / 25 /
ოეეე მედოლე ბოავიშტა რო მოხსნეს უმაღლესიდან სადანაც მოხნეს ისევ უმაღლესში აღადგინეს არ იცი მოიძIე მაინც
kobiaSVils
01:48 21-01-2017
0
მასე არ არის. სამართლის თვითნებურად აღსრულება აკრძალულია . შენნ ეჭვი გქონდა მასე სადაა ძმაო. მასე მეზობელზეც შეიძლება იეჭვო მაგრამ შენით არ უნდა ჩაერიო,იმიტომ რომ სამართლის აღსრულების დრო რომ მოვა მტყუანი იქნები,იმიტომ რომ ეგ შენს კომპეტენციას სცდება,მაგისთვის არსებობს სამართალდამცვავი ორგანო.
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული