კობიაშვილი "ზესტაფონის" საკითხზე: ეს ჩემი მესიჯია, რომელსაც იმედია, მიიღებთ...

AutoSharing Option
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა Sportall.ge-ს ექსკლუზიურ ინტერვიუში განუცხადა, რომ მზადაა გულშემატკივართან და მედიის წარმომადგენლებთან ერთად დასხდეს და "ზესტაფონის" საკითხი განიხილოს.

- "ზესტაფონზე" უნდა გკითხოთ. მოვისმინეთ როგორც კლუბის პოზიცია, ისე - ფედერაციის. საინტერესოა, რა არის ის მაქსიმუმი, რისი გაკეთებაც დღეს სფფ-ს შეუძლია ამ კლუბისთვის?
- ჩემის მხრივ, დიდ პატივისცემას გამოვხატავ ამ კლუბისადმი და ძალიან განვიცდი, რომ "ზესტაფონი" დღეს არ თამაშობს. ეს თემა ჩიხში ძალიანაა შესული და ამ ჩიხიდან გამოსავალი ერთად უნდა ვეძებოთ: ჩვენ, გულშემატკივრებმა, მედიამ... ყველას ინტერესია, რომ "ზესტაფონი"
საფეხბურთო რუკაზე გაჩნდეს.

კლუბის ხელმძღვანელობას ვესაუბრეთ და პრო 2-ში თამაში შევთავაზეთ, რათა შემდეგ, სპორტული შედეგების მიხედვით, პრო 1-ში დაბრუნდნენ. ჩემთვის მიუღებელია მიდგომა - "ჩვენ მხოლოდ იმ შემთხვევაში დავბრუნდებით, თუ პრო 1-ში ვითამაშებთ". ეს არაა სწორი. ბევრი ნიუანსი და პრობლემაა, რომელმაც საქმე აქამდე მიიყვანა. მე რომ ვდგამ ნაბიჯებს, მათაც უნდა გადმოდგან.

რას ჰქვია, კლუბში ფინანსებს მხოლოდ მაშინ ჩავდებ, თუ გუნდს პრო 1-ში დაუშვებენ? ეს სპორტია. თუ ასეთ მიდგომას დავნერგავთ და შემდეგ რომელიმე კლუბი პრო 1-დან გავარდება, ინვესტორი უნდა ადგეს და წავიდეს? ჩვენ რაც შევთავაზეთ "ზესტაფონს", ვფიქრობ, ეგეც არასწორია. გუნდი, რომელსაც ორი წელია, ნათამაშები არ აქვს, უფრო ქვემოთ ლიგიდან უნდა იწყებდეს, ჩვენ კი მზად ვიყავით დათმობებზე წავსულიყავით, თუმცა, მეორე მხარემ სურვილი არ გამოთქვა.

ამჟამად გვსურს, მეორე ფრთას - გულშემატკივარს შევხვდეთ. გვინდა, ეს თემა ფართოდ გავშალოთ. ძალიან გამიხარდება, თუ მედიის წარმომადგენლების ჩართულობა იქნება. ერთად დავსხდეთ, ვისაუბროთ, ვთქვათ, რა იყო, როგორ იყო, რატომ მოხდა ეს ყველაფერი, სად ვართ დღეს გაჩერებულნი და როგორ გამოვიდეთ ამ მდგომარეობიდან. მე მხოლოდ გამიხარდება. ეს ჩემი მესიჯია, რომელსაც იმედია, მიიღებთ", - გვითხრა კობიაშვილმა.

Sportall.ge კობიაშვილთან სრულ ინტერვიუს ხვალ შემოგთავაზებთ.
მკითხველის კომენტარები / 25 /
უსამარტლობას უსამარტლობა მოსდევს კოკაიას რო წასვლა დომოდა ვისი ესჰინოდა ერტი წავიდოდა საქმე იმასჰია რო 16 გუნდიანი ჩემპიონატი იყო და მარტალიც არის სატამაშოა ზესტას დინამოს დილას საცხერეს ტორბედოს სამტრედიას ბატუმს კაროოჰე 8 უნდიც არგამოდის და
zestas fan
22 იანვარი 2017 14:44
0
საღოლ კობიაშვილს! Kი გაამართლა იმედები
sakavrieli
22 იანვარი 2017 12:24
0
შე საწყალო სერგია!ერთხელ და სამუდამოდ გაიგე,რომ მე შენსავით არ ვიმალები და სხვის სახელებს არ ვეფარები.არც ერთი ეს კომენტარი ჩემი დაწერილი არ არის,სტატიაც კი არ წამიკითხავს-სხვებმა მითხრეს,მაგრამ ბოღმისაგან ისე ხარ დაბრმავებული,ვეღარაფერს ხედავ-ყველგან მე გელანდები.ისე, რატომ გგონია,რომ სიმართლე სხვამ არ იცის,რომ ხალხი შავსა და თეთრს ვერ არჩევს?ამიტომ გირჩევ მე შემეშვა,თორემ შენი კაიკაცობის ამბავს-იმას თუ რა ჩაიდინე 11 ოქტომბერს- მთელ საქართველოს გავაგებინებ. საიტის ხელმძღვანელობას!რატომ არ უშვებთ ჩემს კომენტარებს,რა არ მოგწონთ?
ზესტა-დიმა
21 იანვარი 2017 20:20
0
ერთხელ და სამუდამოდ გაიგე!მე შენსავით არ ვიმალები,თქვენი ამბავი აღარ მაინტერესებს,მაგრამ გამჩენი არ გასვენებს.სხვებმა მითხრეს,თორემ ეს სტატია არც წამიკითხავს.შენისთანებს კი სამარეც ვერ გაასწორებს.ხოლო ის,რაც შენ ჩაიდინე ზესტაფონური ფეხბურთის წინააღმდეგ,უბრალოდ,ახსნას არ ექვემდებარება.ასე,რომ,იცოდე,ჩემს გარდა სხვებმაც იციან სიმართლე და ყველგან მე ნუ გელანდები,თორემ მალე ჭკუისგან გადახვალ. საიტის ხელმძღვანელობას!აბა თქვენ იცით,თუ დაბლოკავთ!
ზესტა-დიმა
21 იანვარი 2017 18:47
0
აბსოლუტურად ვეთანხმები კობიაშვილს.
nika_didube
21 იანვარი 2017 13:14
0
დიმა, მოივსვენე !
CHEROELI-s
21 იანვარი 2017 11:39
0
ეგ კაცი ერთხელ უკვე გაიქცა და მიატოვა ყველა, ახლა კიდე შეიძლება ბაკავოის პახოდკა არ მოეწონოს და ჩაგიშლით ჩემპიონატს,ვის ხუშტურებზე დადიხართ თუ ძმა ხარ?
CHEROELI
21 იანვარი 2017 10:50
0
მოუსმინეთ გიას, გაგას და სხვებს. კოკაიას უნდოდა გუნდის მოშორება. მიზეზი იყო 16 გუნდა ჩემპი და წინა ფედერაციასთან დაძაბული ურთიერთობა. როცა მიიღეს 16 გუნდიანი, კოკაიამ პირდაპირ ეთერში განაცხადა, აზრი აღარ აქვს გუნდის შენახვასო, უაზრობაა ქართულ ფეხბურთში ფულის ჩადებაო, ეს იმდენად არასწორი გადაწყვეტილება არისო. ნუ მერე გაითამაშა, რათა გუნდი მოეშორებინა. ჩაწყობილი თამაში არ ვითამაშეთო. ჩაწყობას უნდა 2 მხარე. შენ გეთამაშა პატიოსნად და მერე გაირკვეოდა. რა ჯერ არ დაუჩაგრავთ გუნდები მსაჯებს? ამიტომ მოედანზე არ გასვლა, მე არ გამიგია.
კობიაშვილიც არ არის მართალი, ზესტამ უნდა დაიწყოს მესამე ლიგიდან. თუ ერთი ადგილი აქვს მერე გადავიდეს პრო-1 ში. ბოლო ბოლო გუნდის შექმნას 1-2 წელი კი ჭირდება.
haha
21 იანვარი 2017 09:31
0
პორტუგალიასში საიდანაც გააგდეს ბოავიშტა ისევ იქ ღადგინეს უმაღლესში და მეორე ლიგაში არ უთამაშია მარა საქრთველოში ხო უფრო მეტი იციან საერთოდ ლოლზ
profesorebs da kobiashvils
21 იანვარი 2017 08:46
0
მასე არ არის. სამართლის თვითნებურად აღსრულება აკრძალულია . შენნ ეჭვი გქონდა მასე სადაა ძმაო. მასე მეზობელზეც შეიძლება იეჭვო მაგრამ შენით არ უნდა ჩაერიო,იმიტომ რომ სამართლის აღსრულების დრო რომ მოვა მტყუანი იქნები,იმიტომ რომ ეგ შენს კომპეტენციას სცდება,მაგისთვის არსებობს სამართალდამცვავი ორგანო.
luk
21 იანვარი 2017 05:33
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული