9 გასროლა საგურამოში - თბილისის "ლოკომოტივმა" სოხუმის "დინამოსთან" ისპარინგა

AutoSharing Option
ამ წელს თბილისის "ლოკომოტივმა" მესამე ამხანაგური მატჩი გამართა. ამჯერად, "რკინიგზელები" ეროვნული ლიგა 2-ის ბინადარ სოხუმის "დინამოს" შეხვდნენ და 9:0 მოუგეს.

საინტერესოა, რომ თბილისელთა მთავარმა მწვრთნელმა გიორგი დევდარიანმა ნიკა ჭანტურია საყრდენ ნახევარმცველად ათამაშა.

პირველ ტაიმში "ლოკომოტივმა" სამი გოლი შეაგდო. ანგარიში პირველივე წუთზე გუნდის ახალწვეულმა, ქობულეთის "შუქურადან" მოსულმა ირაკლი კომახიძემ გახსნა. 35-ე წუთზე მეორე გოლი უმცროსმა გიორგი კიკნაძემ გაიტანა, ხოლო ტაიმის ბოლოს თავი ირაკლი სიხარულიძემ გამოიჩინა.

მეორე ნახევარში "ლოკომოტივმა" მეტოქის კარი კიდევ 6-ჯერ აიღო. გოლები მამია გავაშელიშვილმა (დუბლი), გეგა დიასამიძემ,
ლუკა კიკაბიძემ, ლუკა ვარძელაშვილმა
და ნიკა ჭანტურიამ გაიტანეს.

ლოკომოტივი: თევდორაძე (46. შეროზია), ღონღაძე (46. ჩიტეიშვილი), გაბაძე, ხიდეშელი (46. რეხვიაშვილი), უბილავა, ჭანტურია, კიკნაძე (46. ვარძელაშვილი), სამურკასოვი (46. დიასამიძე), კიკაბიძე, კომახიძე (46. გავაშელიშვილი), სიხარულიძე.

"ლოკომოტივი" მომდევნო ამხანაგურ მატჩს 4 თებერვალს, გორის "დილასთან" გამართავს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
სამგიეროდ უფრო მეტ შეცდომებს გამოასწორებენ:)))
შოკირებული გულშემატკივარი
13:55 01-02-2017
0
სათაურებს არჩევთ – იტირებს კაცი!
tomas
14:05 01-02-2017
0

სიახლეები პოპულარული