საჩხერის "ჩიხურამ" თურქულ შეკრებაზე უნგრულ "კიშვარდასთან" წააგო

AutoSharing Option
"ჩიხურამ" თურქულ შეკრებაზე მეორე ამხანაგური შეხვედრა "კიშვარდასთან" გამართა და უნგრეთის რანგით მეორე ლიგის მეხუთეადგილოსანთან 0:2 დამარცხდა.

საჩხერული კლუბის პრესსამსახურის ცნობით, პირველ ტაიმში "ჩიხურა" დამაჯერებლად გამოიყურებოდა და მეტოქის კართან რამდენიმე სახიფათო შეტევაც განახორციელა, თუმცა სოსო ფრუიძის გაწვრთნილებმა ამით შედეგი ვერ მოიმკეს.

სამაგიეროდ, მეორე ნახევარში უკეთ ითამაშეს უნგრელებმა და ჯერ ზოლტან ჰორვატმა, ხოლო შემდეგ 36 წლის პეტარ რაიცმა საბოლოო შედეგი დააფიქსირა.

ჩიხურა: სეფიაშვილი, გრიგალაშვილი, კაშია, კაკუბავა, ჩიკვაიძე, ჭელიძე, კორიფაძე, ივანიშვილი, სარდალიშვილი, გაბედავა, ტატანაშვილი; შეცვლაზე: ქავთარაძე, მირცხულავა, დობროვოლსკი, ლექვთაძე, დეკანოიძე, გელაშვილი, მუმლაძე.

(იბეჭდება
მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
სიმართლე გითხრათ, არ ველოდებოდი... მაგრამ წარმატებები ბ-ბ სოსოს და ჩიხურას...
elgvisa
02 თებერვალი 2017 16:16
0
პირველ ტაიმში კარგად თამაში გეხერხებათ და მეორე ტაიმში რა ხდება ვინმემ თქვას
გულშემატკივარი იღებს იმას რასაც იმსახურებს
02 თებერვალი 2017 12:46
0
წაუგია ბიძინას ქიშვარდასთან
barbare
02 თებერვალი 2017 11:29
0
ამიყვანეთ მეც გუნდში 6 თვით.რემონტი მაქვს გასაკეთებელი:))))
ჩიხურა
02 თებერვალი 2017 11:10
0

სიახლეები პოპულარული