ხარაიშვილის გოლი არ ეყოთ... "საბურთალომ" "სიბირთან" წააგო

AutoSharing Option
1-ელ თებერვალს თურქულ სიდეში "საბურთალო" ნოვოსიბირსკის "სიბირს" დაუპირისპირდა და ამით პირველი, ორკვირიანი შეკრება დაასრულა.

გია ჭიაბრიშვილის
გაწვრთნილები რუსეთის პირველი ლიგის გუნდთან კაპიტან გიორგი ხარაიშვილის პენალტით (ვაგნერ გონსალვეშის წაქცევის გამო), პირველივე ტაიმში დაწინაურდნენ.

სამწუხაროდ, მეორე ტაიმში აქაც მეტოქემ იძალა და ჯერ ევგენი ჩებოტარუმ გაათანაბრა პენალტითვე ანგარიში, ხოლო შემდეგ მაქსიმ ანდრეევმა გაიტანა მატჩის უკანასკნელი გოლი - 1:2.

საბურთალო: კუპატაძე, სოფრომაძე, მარგველაშვილი, ცნობილაძე, ჩაბრაძე, მამუჩაშვილი, ალთუნაშვილი, ხარაიშვილი, ვაგნერი, შინდაგორიძე, ფანცულაია; მეორე ტაიმი: ნასყიდაშვილი, ხუბაშვილი, ნადარაია, მალი, ნიკოლაშვილი, ქოჩორაშვილი, ბაკურაძე, იმნაძე, გვარაძე, იაშვილი, ჩოგაძე.

როგორც ხედავთ, მეორე ნახევარში ჭიაბრიშვილმა ყველა ფეხბურთელს მისცა თავის გამოჩენის შანსი, ნოვოსიბირსკელთა ძირითადში კი რუსული პასპორტის მქონე გუჯა რუხაიამ ითამაშა.

3 თებერვალს "საბურთალო" თბილისში დაბრუნდება და მზადებას ადგილზე გააგრძელებს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ვერ უჰველა კიმარა ხეჰიკაჰვილმა
levan
10:26 03-02-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული