2016 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე, საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში თბილისის "დინამოს", ბათუმის "დინამოს", გორის "დილას" და "სამტრედიას" ფეხბურთელებმა ითამაშეს. შესაბამისად, თანხებიც უეფამ ამ კლუბებს ჩაურიცხა.
ქართულმა კლუბებმა უეფასგან შემდეგი თანხები მიიღეს (ევროებში): თბილისის "დინამო" - 109 074; "დილა" - 25 171; "სამტრედია" - 20 975; ბათუმის "დინამო" - 4 195.