აღსანიშნავია, რომ კახა ჩხეტიანის გუნდმა პირველივე ტაიმში სამი უპასუხო გოლი გაუტანა მეტოქეს.
ანგარიში უკვე მე-5 წუთზე გიორგი ქიმაძემ გახსნა, უპირატესობა ორბურთიანი თავური დარტყმით გურამ ადამაძემ (20) გახადა, ხოლო მესამედ ბათუმელთა კარში ნიკა საბანაძემ (31) გაიტანა. მეორე ტაიმში ბათუმელებმა სხვაობის შემცირება გიორგი ქავთარაძის გოლით (63) მოახერხეს, საბოლოო ანგარიში კი ბოლო წუთზე დავით იონანიძემ დააფიქსირა.
გუნდებმა ამხანაგური მატჩი ამ შემადგენლობით ჩაატარეს:
"ტორპედო" (I
(II ტაიმი): ქვილითაია (კაპ), ხურცილავა, ბურჯანაძე, გურული, გიგაური, ქიმაძე, ნ.კვასხვაძე, ფურცხვანიძე (იონანიძე,69), მახარობლიძე, მანაგაძე, კაპანაძე
მთ. მწვრთნელი: კახა ჩხეტიანი
"დინამო: ტიმოფეევი (კაპ,ტაკიძე,46)), ქორიძე (ფარტენაძე, 46), სუხიაშვილი ქუთელია,69), გორელიშვილი (ვარშანიძე, 46), თევდორაძე (ჭკუასელი, 46), ფონიავა (ტურე, 46), გოგიტიძე, მგელაძე, ქავთარაძე (კეკუა,64), ჯოვინო, ბელეგიუნი (კვანტალიანი,46)
მთ. მწვრთნელი: ლევან ხომერიკი.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს თასის მფლობელებმა მანამდე ჩატარებულ საკონტროლო მატჩებში ქობულეთის "შუქურას" ანგარიშით 4:0 მოუგეს, "სამგურალთან" კი 1:2 წააგეს.
დრო უნდა და მიღწევები, მაგრამ კოჭებში ეტყობა, რომ მისგან საქართველოს ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელი დადგება.
თუმცა სიმბოლურია. რადგამ ამ წლის ჩემპიონატში მესამე ადგილისათვის ბრძოლა ამ ორ კლუბს შორის გაიმართება.