თბილისის "დინამომ" პირველი შეკრება "ჩერნომორეცთან" მარცხით დაასრულა

AutoSharing Option
დღეს, 4 თებერვალს, თურქეთის ქალაქ ლარაში შეკრებაზე მყოფმა თბილისის "დინამომ" ბოლო ამხანაგური მატჩი ჩერნომორეცის "ოდესასთან" ჩაატარა და ანგარიშით 1:2 დამარცხდა.

უკრაინელები შეხვედრაში ძალიან მალე დაწინაურდნენ - მატჩის მესამე წუთზე კაბაევმა კუთხური ჩამოაწოდა, დავით ხოჭოლავამ კი თავური დარტყმით თავისი გუნდი დააწინაურა. 8 წუთში დინამოელებმა ანგარიში გაათანაბრეს - თავი კლუბში ახლახანს დაბრუნებულმა გიორგი გველესიანმა გამოიჩინა, 23-ე წუთზე კი მეკარე ლიტოვჩენკოს შეცდომით ხობლენკომ ისარგებლა - 2:1. ტაიმი ასეც დასრულდა. მეორე ტაიმში საინტერესო აღარაფერი მომხდარა.

შეგახსენებთ, რომ პირველ შეკრებაზე ეს "დინამოს" ბოლო მატჩი იყო.
"დინამო" სამშობლოში ხვალ, 5 თებერვალს დაბრუნდება და ერთ კვირაში მეორე თურქულ შეკრებაზე გაემგზავრება.
მკითხველის კომენტარები / 4 /
მეკარემ კი არ დაუშვა შეცდომა, მცველს დაუცდა ფეხი სველი მინდორის გამო და ერთი ერთზე იმას რომ არ გაეტანა სირცხვილიც იქნებოდა
რეზო
01:01 05-02-2017
0
პირველი ტაიმი ჯობდნენ,მეორეში იმათმა აჯობეს,ორი მომენტი მარტო ხოჭოლავას ქონდა კუთხურიდან,პენალი არ დაუდეს ოდესას და ორიც კიდე 100%-იანი ქონდათ,ჯობდნენ რას ქვია?
ილია
23:37 04-02-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული