თბილისელები ამჯერად ბელეკში დაბანაკდებიან. ახალი სეზონისთვის სამზადისის მეორე ეტაპზე დინამოელები კიდევ ოთხ სპარინგ-მატჩს ჩაატარებენ.
14 თებერვალს გუნდი ლუცკის "ვოლინს" შეხვდება, 17 თებერვალს დონეცკის "ოლიმპიკთან" ითამაშებენ, 21 თებერვალს "დინამოს" ბორისოვოს ბატე გაუწევს წინააღმდეგობას, ხოლო 25 თებერვალს დედაქალაქელთა მეტოქე ტულის "არსენალი" იქნება.
შეგახსენებთ, რომ წინა შეკრებაზე "დინამო" "ჟილინას" და "სილექსს" დაუზავდა, შესაბამისად, 1:1 და 0:0. თბილისელებმა 4:2 აჯობეს "დნიპროს" და 1:2 დამარცხდნენ "ჩერნომორეცთან".
მომზადებულია fcdinamo.ge-ს მიხედვით