პრო ლიგა 2-ის კალენდარი დამტკიცდა - წელსაც "ზესტაფონის" გარეშე?

AutoSharing Option
8 თებერვალს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საშეჯიბრო განყოფილებამ ეროვნული ჩემპიონატის რანგით პირველი და მეორე ლიგების კალენდარი წარადგინა. ორივე გათამაშება სტარტს 4 მარტს აიღებს და 3 დეკემბერს დასრულდება. 10 გუნდი ერთმანეთს 4 წრედ დაუპირისპირდება.

ეროვნული ჩემპიონატის კალენდარი ცნობილია [PHOTO]

კალენდარში ვერ ვხედავთ საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონს", რაც, ლოგიკურად იმას ნიშნავს, რომ ეს კლუბი წელს პრო ლიგა 2-ში არ ითამაშებს.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციიას პრეზიდენტი, ლევან კობიაშვილი მედიასთან საუბრისას ყოველთვის აცხადებდა, რომ მზად იყო, "ზესტაფონი" პრო ლიგა 2-ში დაეშვა და შემდეგ, სპორტული შედეგების მიხედვით, კლუბს
პრო ლიგა 1-ში გადასვლისთვის ებრძოლა. მისი თქმით, სფფ-მ კლუბს აღნიშნული წინადადებით ოფიციალურად მიმართა, მაგრამ კლუბის მხრიდან სათანადო მზადყოფნა არ იყო.

"ზესტაფონის" პრესსამსახურის უფროსმა, სერგო ფუტკარაძემ გუშინ, 8 თებერვალს გაზეთ "ლელოსთან" საუბრისას კლუბის მხრიდან პრო ლიგა 2-ში მონაწილეობის მზადყოფნა გამოთქვა, თუმცა, როგორც ჩანს, უკვე დაგვიანებულია. მართალია, რამდენიმე დღეში სფფ-ს პრეზიდენტსა და "ზესტაფონის" წარმომადგენლებს შორის შეხვედრა უნდა შედგეს, თუმცა ვინ იცის, მხარეები რაზე შეთანხმდებიან. ისე კი, დამტკიცებული კალენდარი, როგორც წესი, არ იცვლება ხოლმე.

"ზესტაფონი" VS სფფ - მზად ვართ, პრო ლიგა 2-ში ვითამაშოთ!

"საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა შემოგვთავაზა პრო ლიგა 2-ში თამაში და ჩვენც დავთანხმდით. ასე რომ, დაველოდოთ სფფ-ს პოზიციას და ვნახოთ, რა და როგორ იქნება. ფედერაციის წარმომადგენლებს ჯერ კიდევ ერთი კვირის წინ ვესაუბრეთ და პრო ლიგა 2-ში თამაშის მზადყოფნა მაშინ გამოვთქვით, როცა კალენდარი შედგენილი არ იყო", - გვითხრა იმერული კლუბის პრესსამსახურის უფროსმა.
მკითხველის კომენტარები / 11 /
chatkobil tamashebshi ar gebulobda monatileobas kokaia da aseti kazi ar atkobda arz adrindel federazias da arz amat! rit ver gaiget vaa...
simartle
18:28 09-02-2017
0
ox ex kokaia. ar unda am kacs es klubi da adzalebt?
figo
18:29 09-02-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული