ოფიციალურად: ლაშა თოთაძე თბილისის "დინამოს" ფეხბურთელია

AutoSharing Option
თბილისის "დინამომ" ლაშა თოთაძე ოფიციალურად დაიმატა. კონტრაქტი 1+1 სისტემით გაფორმდა.

ლაშამ პირველი შეკრება უკვე გაიარა "დინამოსთან" ერთად და ოთხივე ტესტ-მატჩში მიიღო მონაწილეობა.

28 წლის მცველი "დინამოში" 2014-15 წლების სეზონში ასპარეზობდა. სხვადასხვა პერიოდში კი "გაგრას", "დიორ ეტოს", "ლომბარდ პაპას", გორის "დილას", ბათუმის "დინამოს", "საბურთალოს" და ბოლნისის "სიონის" შემადგენლობაში გამოდიოდა.

ფოტო: fcdinamo.ge
მომზადებულია fcdinamo.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 4 /
არ ვიცი რატო აკრიტიკებთ ამ კაცს როცაა იყო თამაშობდა და ბოლომდე იხარჯებოდა დაცვაშიც კარგი იყო ქონდა შეცდომები მარა მიპოვეთაბა საქართველოს ჩემპიონატში ფეხბურთელი(ები) ვინც უშეცდომოთ ატარებს ზედიზედ შეხვედრებს და სტაბილურად?! ძაან კარგი მცველია საქართველოს დონეზე და სწორიც გააკეტა დინამომ აბა საფრანგეთის მესამე ლიგის სათადარიგოს ფეხბურთელის ჩამოყვანას არ სჯობს ადგილობრივი იყოს? კარგით რა ხალხო არ გვინდა ასე გაკრიტიკება არ არის ცუდი ბიჭი თან დინამოში ხშირად მარცხენა მცველზე ათამაშებდნენ რაც არაა მაგის პოზიცია და მაინც კარგად ირჯებოდა ასე თუ ისე დამოდით ნუ დავაყრით ვნახოთ რა იქნება ჯერ!
0
ძაან კარგი ბიჭია,მართლა ბოლომდე იხარჯება და შრომაც ევასევა, მაგიტომაც გამოიძახა ცხადაძემ ნაკრებში. თუ უყურებთ ჩვენ ჩემპიონატს მიხვდებით რასაც ვამბობ, ჯარიმებიც კარგად გააქვს, აზრიანი ტრანსფერი გააკეტა დინამომ
shota
00:23 11-02-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული