ვიაჩესლავ გროზნი თბილისის "დინამოს" აღარ გაწვრთნის

AutoSharing Option
თბილისის "დინამოს" ვიაჩესლავ გროზნი აღარ გაწვრთნის. აღნიშნულ ინფორმაციას თბილისური კლუბის ოფიციალური საიტი ავრცელებს.

"12 თებერვალს ღამით, ოჯახური პირობების გამო, "დინამო" თბილისის მთავარმა მწვრთნელმა - ვიაჩესლავ გროზნიმ შეკრება დატოვა და თურქეთიდან სამშობლოში გაფრინდა. უკრაინელი სპეციალისტი ვეღარ გააგრძელებს "დინამოში" მუშაობას. შექმნილ სიტუაციიდან გამოსავალს კლუბის ხელმძღვანელობა 13 თებერვალს გაცნობებთ", - წერს "დინამოს" საიტი.

60 წლის უკრაინელი სპეციალისტი თბილისის "დინამოს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე გასული წლის ოქტომბერში დაინიშნა. მას კლუბთან სამწლიანი კონტრაქტი აკავშირებდა.
მკითხველის კომენტარები / 52 /
ქეცბა მოიყვანეთ! მიეცით 10 მილიონი ბიუჯეტი ცოტა გამართლება კენჭისყრაზე და ევროპა ლიგის ჯგუფში მაინც შეგვაძვრენს! ანორთოსისში 8 თუ 7 მილიონი ქონდა ბიუჯეტი.სრული თავისუფლება ტრანსფერებში,დაუჯერეთ,და გამოვა რამე! თან ერთი წელი მარტო ჩემპიონატზე იქნება კონცენტრირბული,გუნდს შეათამაშებს,სუსტ წერტილებს შეავსებს ევროტურნირებამდე,და ეგაა,იდეალურია!
luk
13 თებერვალი 2017 13:44
0
ქეცბაია მოიყვანეთ რა გახდა რა? ვინც არ ირბენ და არ ივარჯიშებს დედას უტირებს. მივცეთ შანსი მაგ კაცსაც 2-3 წელსი შედეგს დადებს მე მჯერა.
gia
13 თებერვალი 2017 13:22
0
რაც ფიფიამ მოსვლის დიდან ფულები ფანტა უაზროდ აქეთ იქით ერთსერიოზულ გუნდს გააკეთებდა კაცი.
პ.ს. დასკვნა ეს კაცი გაგებაში არ არის ფეხბურთის
......
13 თებერვალი 2017 13:21
0
დინამოს თამაშებზე 300 კაცი დადის სულ და რომელ გულშემატკივარზე ლაპარაკობ და რა პასუხისმგებლობაზე? ამხელა ქალაქია და 50 000 ადამიანი რო შეკრიბო კვირაში ერთხელ 2%ია ქალაქის ფეხბურთი რო უყვარდეთ ამ ქალაქში არ იქნებოდა რთული. ყველას გვკიდია ფეხბურთი ვაღიაროთ და ნუღარ დავაფინანსებთ ბიუჯეტიდან. გავუშვათ ეგ ფული განათლების რეფორმებში იქ უფრო საჭიროა.
qomago
13 თებერვალი 2017 13:21
0
სპარინგებს ვინც უკურა და რუსული ესმის მიხვდებოდით მისი წასვლის ერთერთ მიზეზს, იმოძრავეთო ეძახდა დასდევდა ფლანგის ხაზზე იქით აქეთ ბავშვივით და ვიგაც დამხმარე ტრენერმა შესძახა დაიგალნენო ამან გაკვირვებით უპასუხა რამ დაგალათო, ხოდა ეტყობა ფიფომ ჩემპიონობა და ევროთასებზე გასვლა მოსთხოვა ამ შემადგენლობით და ახლა თვითონ მოუხმეთ საკუთარ ფატაზიებს რას იფიქრებდა ასეთ წინადადებაზე, მოკლეთ სრული უვიცების ჯგროს იკრებს ფიფია ის ირგვლივ და შედეგიც ლგიკურია. ეტყობა არ მოწონს ხალხი რომლებიც სიმართეს და რეალობას უხსნის, პირველი მენეჯმენტი ესპანეთიდან კარგი იყო იმ სტრატეგიით შეიძლებოდა შედეგის დადება მაგრამ ეტყობა მავნეებლები შეუჩნდნენ ფიფოს
giosvani
13 თებერვალი 2017 13:17
0
აქ ფიფიას მხარდამჭერების გასაგონად-ვის ფულს დებს დაინტერესებულხართ? თავისას?
თუ ვითომ "აზოტი"-ის ქარხნისთვის ლუქსემბურგის ბანკიდან გამოტანილ 100 მლ $ დან მოტეხილ 40 $ მლ -ს? თუ რესტორან "არაგვის" ადგილას ასაშენებელი სასტუმროსათვის აღებულ (შემდეგ ბანკში ჩატოვებულ) ფულს?
beqa
13 თებერვალი 2017 12:56
0
ვერავინ ვერაფერს ვერიზამს ფეულის გარეშე ცხადაძე კიარა ბეკენბაუერი რო მოიყვანოს ფიფიამ ამ გუნდს ლიგაზე ის ვერ გაიყვანს ფულის გარეშე ფულს კიდე მოყვება კარგი ფეხბურთელები.ფიფიას ეტყობა არააქვს დიდი ფულის ჩადების საშუალება და არის ისე როგორც არის.
ქუთაისელი
13 თებერვალი 2017 12:33
0
გული მწყდება როდემდის ასე. გააცნობიერეთ ხალხო ფიფიასი კი არაა მხოლოდ დინამო დინამო ხალხის კუთვნილებაცაა. გამოვიდეს და გვითხრას რა ხდება, რას აპირებს რა სტრატეგია აქვს მომავალში?
მაგრამ მასაც ესმის რომ ჩვენთან ყველაფერი შეიძლება, ჩვენ ხომ უპრინციპო ანგარების მოყვარული ხალხი ვართ.
ქომაგი
13 თებერვალი 2017 12:28
0
BAGGIO-ს. გროზნის მთელი მოსვლა-წასვლა თუ ფიფიას ბრალი არაა, აბა ვისია? რა .. იყო გროზნი, თავიდანვე არ ეტყობოდა გამონათქვამებზე თუ ქცევაზე, ეხლაა მტყუანი გროზნი და მართალი ფიფია?არაფერს ვერჩი ამ კაცს მაგრამ თითქმის 10 წელია ვერც შეცდომები გამოასწორა და ვერც ისწავლა მათზე. ასე რომ ნუ დაგვაყვედრით მის ჩადებულ ფულს და რადგან მე ვერ ჩავდებ არ ნიშნავს ფულს რომ გულშემატკივრებს არ გვაქვს უფლება, წასვლა და გუნდის მოვთხოვოთ კაცს, რომელიც შედარებით დიდი რესურსით ვერანაირ შედეგს ვერ აღწევს. იქნებ მოვიდეს სხვა, რომელიც ჩადებს ფულს და ევროპალიგის ჯგუფი მაინც არ გვექნება სანატრელი..
valderrama
13 თებერვალი 2017 12:25
0
არასწორი მენეჯმენტის და არაპროფესიონალიზმის შედეგია დინამოს ესეთ დღეში ყოფნა! ეჭვი მაქვს ფიფია ფულის გათეთრებით არის დაკავებული ,სელექცია 0, ბოლო წლებში ამდენი უმაქნისი ლეგიონერი რაც დინამომ ჩამოიყვანა ამის ნათელი მაგალითია, პლიუს ამას კაცი იძახის აკადემიის ბავშვების იმედი მაქვსო და ამ დროს ყაზახ თანატოლებთან ისე ნადგურდება ეს გუნდი რომ არანაირ პერსპექტივას არ გვანახებს! მოკლედ ჭაობშია ეს გუნდი.....
crudeli
13 თებერვალი 2017 12:22
0

სიახლეები პოპულარული