ვიაჩესლავ გროზნი თბილისის "დინამოს" აღარ გაწვრთნის

AutoSharing Option
თბილისის "დინამოს" ვიაჩესლავ გროზნი აღარ გაწვრთნის. აღნიშნულ ინფორმაციას თბილისური კლუბის ოფიციალური საიტი ავრცელებს.

"12 თებერვალს ღამით, ოჯახური პირობების გამო, "დინამო" თბილისის მთავარმა მწვრთნელმა - ვიაჩესლავ გროზნიმ შეკრება დატოვა და თურქეთიდან სამშობლოში გაფრინდა. უკრაინელი სპეციალისტი ვეღარ გააგრძელებს "დინამოში" მუშაობას. შექმნილ სიტუაციიდან გამოსავალს კლუბის ხელმძღვანელობა 13 თებერვალს გაცნობებთ", - წერს "დინამოს" საიტი.

60 წლის უკრაინელი სპეციალისტი თბილისის "დინამოს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე გასული წლის ოქტომბერში დაინიშნა. მას კლუბთან სამწლიანი კონტრაქტი აკავშირებდა.
მკითხველის კომენტარები / 52 /
აშკარაა მჭვრთნელის რაღაც პირობა ვერ შეასრულეს და წავიდა.,ოჯახური პრობლემები არა კვატი...ემოციური კაცია გროზნი,ქართველებს კიდე ჩვევიათ პირობის გადახვევა,ან საერთოდ შეუსრულებლობა..გამოსავალი ერთია უკეთეი მწვრთნელი უნდა მოიძებნოს,ოღონდ ისეთი ახალგაზრდებთან მუშაობა რომ იცის და შეუძლია,რადგან გუნდი ძალიან გაახალგაზრდავებულია..უკეთესია უცხოელი ოღონდ ისეთი ვისთვისაც უცხო არ იქნება ჩვენი გარემო..
simartle
13 თებერვალი 2017 12:18
0
დინამოში მოდის ცხადაძე. ეს უკვე გადაწყვეტილი ამბავია. ვიცი ეს მე.
jo
13 თებერვალი 2017 12:13
0
ძლივს
qar
13 თებერვალი 2017 12:01
0
სრული სისულელე რა ოჯახური პრობლემები? ოჯახში პრობლემები გამიგია ერთი დღე, ერთი კვირა, თუნდაც ერთი თვე მაგრამ ორი წელი? სრული აბსურდი. ბოლო ბოლო რა ხდება თბილისის დინამოში? ასე თითო თითო კვირით რატომ ვნიშნავთ და ვათავისუფლებთ მწვრთნელებს? მგონია რომ ფიფიამ საფუძვლიანი კომენტარი უნდა გააკეთოს თუ რის გამო წავიდა ეს კაცი, ან რის გამო დანიშნეს თუ გაშვებას უპირებდნენ.
გივია
13 თებერვალი 2017 12:01
0
"დინამოს" მწვრთნელებად ლეგენდარული "დინამოელები": ჩივაძე და გუცაევი!!!
tngh
13 თებერვალი 2017 12:00
0
kote-ს. ვაი შენ რა გითხარი კოტეია. რომელ ფორმაციაზე საუბრობ ჯიგარ!! როცა დარწმუნებული ვარ ქვეყნის ჩემპიონიც კი ვერ გახდება ამ ფორმაციის "დინამო", სამწუხაროდ. ევროტურნირებზე რაიმეს მიღწევა და საუბარიც კი ხომ არასერიოზულია. რას გულისხმობ ამ ე.წ. "ფორმაციაში", იქნებ ახსნა და გავშალოთ ეს თემა.
gaga
13 თებერვალი 2017 11:53
0
ცალსხაა, რომ ფიფიუამ ამოწურა თავისი თავი დინამოში, ისე როგორც ბერლუსკონიმ მილანში. მილანი გაიყიდა, დინამო კი აუცილებლად გაიყიდება.
gaga
13 თებერვალი 2017 11:48
0
ე ბიჭო იმას კი არ ვწერ რომ ფიფია უშეცდომოთ მუშაობს. აზრის გამოტანის პრობლემა გვაქვს ნაწერიდან თუ რა ხდება. ამ კონკრეტულ შემთხვევაში რა შუაშია ფიფია როცა დაქანებული აღმოჩდა გროზნი.. ან ვინ რა იცით ზუსტი მიზეზი. იქნებ ისეთები ჩაისვარა მაგან რაც დასაწერი არაა და ოჯახური პრობლემით გაუპრავეს. განა მე მომწონს ამდენი ტრენერის ცვლა. იმედია ეშველება გუნდს და ეს მოხსნილი ბაზარი- სხვას მიეცით და ა.შემდეგ. ვინმემ ვინმეს დაუშალა? თუ დინამოს მეტი გუნდი აღარაა. მიდით და ჩადეთ ფული. ძნელია ხო?? წაგებაზე მუშაობაა. ხოდა ნუ შებურღეთ რა ადამიანი ხარჯავს ამ გუნდის კეთილდღეობისთვის. შეცდომებს კიდე იმედია გამოასწორებს
Baggio
13 თებერვალი 2017 11:42
0
უკეთესი მწვრთნელის მოყვანის იმედი მაქვს
გულშემატკივარი იღებს იმას რასაც იმსახურებს
13 თებერვალი 2017 11:33
0
მიხვდა სადაც ჩაყო ფეხი და დააღწია თავი ამ ჭაობს
ynwa
13 თებერვალი 2017 11:17
0

სიახლეები პოპულარული