ვიაჩესლავ გროზნი თბილისის "დინამოს" აღარ გაწვრთნის

AutoSharing Option
თბილისის "დინამოს" ვიაჩესლავ გროზნი აღარ გაწვრთნის. აღნიშნულ ინფორმაციას თბილისური კლუბის ოფიციალური საიტი ავრცელებს.

"12 თებერვალს ღამით, ოჯახური პირობების გამო, "დინამო" თბილისის მთავარმა მწვრთნელმა - ვიაჩესლავ გროზნიმ შეკრება დატოვა და თურქეთიდან სამშობლოში გაფრინდა. უკრაინელი სპეციალისტი ვეღარ გააგრძელებს "დინამოში" მუშაობას. შექმნილ სიტუაციიდან გამოსავალს კლუბის ხელმძღვანელობა 13 თებერვალს გაცნობებთ", - წერს "დინამოს" საიტი.

60 წლის უკრაინელი სპეციალისტი თბილისის "დინამოს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე გასული წლის ოქტომბერში დაინიშნა. მას კლუბთან სამწლიანი კონტრაქტი აკავშირებდა.
მკითხველის კომენტარები / 52 /
ოჯახური მდგომარეობა კი არა კვახი არ გინდიან? უკრაინული პრესა მაინც დაწერს სიმართლეს. მე მგონი დინამოს ...., ხალხი გაუშვა და ტრენერიც დააყოლა.
haha
10:26 13-02-2017
0
სასაცილოა სატირალი რომ არ იყოსო დინამოზე და ნაკრებზეა ნათქვამი :))))
ირაკლი
10:32 13-02-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული