დიდი ალბათობით, თბილისის "დინამოს" კახა კაჭარავა გაწვრთნის

AutoSharing Option
თბილისის "დინამოს" ახალი მთავარი მწვრთნელი, სავარაუდოდ, კახა კაჭარავა იქნება. აღნიშნული ინფორმაცია Sportall.ge-მ სანდო წყაროსგან შეიტყო.

ინფორმაციის გადამოწმება თავად კაჭარავასთანაც ვცადეთ, რომელმაც კლუბთან მოლაპარაკებები დაგვიდასტურა.

"ჯერ არ ვიცი, რა და როგორ იქნება. ვადასტურებ, რომ მოლაპარაკებებს "დინამოსთან" ვაწარმოებ და დღეს, ცოტა მოგვიანებით, კლუბის ხელმძღვანელობასთან კიდევ ერთი შეხვედრა მექნება. სწორედ ამ შეხვედრაზე გადაწყდება, გავწვრთნი თუ არა "დინამოს".

რომელ მწვრთნელს არ სურს ისეთი გუნდის გაწვრთნა, როგორიც "დინამოა"?!", - გვითხრა კაჭარავამ.

კაჭარავა "დინამოს" 2006 და 2009-11 წლებში წვრთნიდა. ამის მერე მან "ზესტაფონსა" და საქართველოს 19-წლამდელთა
ნაკრებში იმუშავა. 50 წლის სპეციალისტის ბოლო კლუბი კი "ცხინვალია", სადაც ის 2013 წელს მივიდა.

შეგახსენებთ, რომ ოჯახური პრობლემების გამო უკრაინელმა სპეციალისტმა ვიაჩესლავ გროზნიმ თბილისის "დინამო" დატოვა.
მკითხველის კომენტარები / 8 /
მოკლედ დინამოს გულშემატკივრები უნდა შეიკრიბონ მიადგნენ ბაზაზე და პასუხი მოთხოვონ ყველა შეკითხვაზე
კახა ქირია
14 თებერვალი 2017 02:25
0
ნუთუ მაგდენს ვერ ხვდებინან რომ ასეთი სისწრაფით მწვრთნელების ცვლა ფეხბურთელებზეც რო უარყოფითად მოქმედებს.გადაწყობა-გადმოწყობა და კიდე შედეგს ითხოვენ.მოკლედ დინამოს გულშემატკივრები უნდა
კახა ქირია
14 თებერვალი 2017 02:22
0
ეს ყველაფერი ქართველების მასხრად აგდებაა. დინამო არ არის ერთი კაცის საკუთრევბა. ან გააკეთეთ გუნდა ან არა და გაყიდეთთ. დავიღალეთ ამ დაცინვით. გაბალას ვუგულშემატკივრო?
geo
13 თებერვალი 2017 19:52
0
ra ojaxuri probema unda iyos iseti kacs 3 clianiakvs .vinme ro dagupoda xo gavigebdit egereve .an ragac sxva ubedureba .da gaushves albat rac dzan cudi tendenciaa dinamoshi da tviton am gundis mepatrones chvevia eseti ragaceebi etkoba ragac ar moecona da gaushva.gadaxedet sadac umushavia ramdeni treneri kavs gamocvlili gundshi.es puliani xalxis maniaa scrapi gadackvetilebis migeba daupkrebeli
kkkk
13 თებერვალი 2017 19:39
0
ის მაინც დაწერონ ჟურნალისტებმა, რატომ გაუშვეს 3 წლიანი კონტრაქტით მომუშავე გროზნი 3 თვეში?! ეს ბოლოს და ბოლოს კაცის მასხრად აგდებაა!
aburjga
13 თებერვალი 2017 18:42
0
grozni magari treneri iko, rato tavida ar izit? kartveli treneri arafershi ar gamoadgeba dinamos
kika
13 თებერვალი 2017 18:39
0
ჩვენ ფეხბურთს უსაშველო ჭირს
zura
13 თებერვალი 2017 18:31
0
როდემდე უნდა იღადაოს ფიფიამ ნეტა? ასეთი არაფერი გამიგია რა)))))))))
levani
13 თებერვალი 2017 18:30
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული