დიდი ალბათობით, თბილისის "დინამოს" კახა კაჭარავა გაწვრთნის

AutoSharing Option
თბილისის "დინამოს" ახალი მთავარი მწვრთნელი, სავარაუდოდ, კახა კაჭარავა იქნება. აღნიშნული ინფორმაცია Sportall.ge-მ სანდო წყაროსგან შეიტყო.

ინფორმაციის გადამოწმება თავად კაჭარავასთანაც ვცადეთ, რომელმაც კლუბთან მოლაპარაკებები დაგვიდასტურა.

"ჯერ არ ვიცი, რა და როგორ იქნება. ვადასტურებ, რომ მოლაპარაკებებს "დინამოსთან" ვაწარმოებ და დღეს, ცოტა მოგვიანებით, კლუბის ხელმძღვანელობასთან კიდევ ერთი შეხვედრა მექნება. სწორედ ამ შეხვედრაზე გადაწყდება, გავწვრთნი თუ არა "დინამოს".

რომელ მწვრთნელს არ სურს ისეთი გუნდის გაწვრთნა, როგორიც "დინამოა"?!", - გვითხრა კაჭარავამ.

კაჭარავა "დინამოს" 2006 და 2009-11 წლებში წვრთნიდა. ამის მერე მან "ზესტაფონსა" და საქართველოს 19-წლამდელთა
ნაკრებში იმუშავა. 50 წლის სპეციალისტის ბოლო კლუბი კი "ცხინვალია", სადაც ის 2013 წელს მივიდა.

შეგახსენებთ, რომ ოჯახური პრობლემების გამო უკრაინელმა სპეციალისტმა ვიაჩესლავ გროზნიმ თბილისის "დინამო" დატოვა.
მკითხველის კომენტარები / 8 /
მოკლედ დინამოს გულშემატკივრები უნდა შეიკრიბონ მიადგნენ ბაზაზე და პასუხი მოთხოვონ ყველა შეკითხვაზე
კახა ქირია
02:25 14-02-2017
0
ნუთუ მაგდენს ვერ ხვდებინან რომ ასეთი სისწრაფით მწვრთნელების ცვლა ფეხბურთელებზეც რო უარყოფითად მოქმედებს.გადაწყობა-გადმოწყობა და კიდე შედეგს ითხოვენ.მოკლედ დინამოს გულშემატკივრები უნდა
კახა ქირია
02:22 14-02-2017
0

სიახლეები პოპულარული