კალაძის ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე მისთვის კითხვების დასმა რამდენიმე დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. ერთ-ერთმა გულშემატკივარმა ნაკრების ყოფილ კაპიტანს ასეთი კითხვა დაუსვა: "აშენდება თუ არა სამტრედიაში სპორტის სასახლე, რამეთუ თქვენ ეს პროგრამაში შედიოდა?".
"ჩვენს პროგრამაში რაც შედიოდა, ცხადია, უკლებლივ ყველაფერი შესრულდება, უბრალოდ ეს ერთ დღეში ვერ მოხდება, მაგრამ დაპირებებს ჰაერზე არ ვიძლევით.
სპორტის ჯანსაღი ცხოვრების განვითარება ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ასე რომ მოვითმინოთ. ვიკითხავ, რა მდგომარეობაშია სპორტის
ასევე მინდა გითხრათ, რომ სამტრედიაში იგეგმება ძალიან კარგი, თანამედროვე, 10 000 კაცზე გათვლილი საფეხბურთო სტადიონის მშენებლობა. კიდევ ერთხელ მსურს ვისარგებლო შემთხვევით და "სამტრედიას" მივულოცო ჩემპიონობა და წარმატებები ვუსურვო ევროტურნირებზე", - განაცხადა კალაძემ.