ბელეკში იმყოფება და გუნდში სინჯებს გადის 27 წლის სერბი მარჯვენა მცველი - სლავკო ლუკიჩი.
"ცრვენა ზვეზდას" სკოლის აღზრდილი სერბულ "სმედერევოში", მაკედონიურ "სუტიესკაში", ალბანურ "ტეუტასა" და "ფლამურტარში" გამოდიოდა.
ასევე, მას სხვადასხვა დროს სერბეთის ასაკობრივ ნაკრებებში იწვევდნენ. სლავკო, სავარაუდოდ, დღევანდელ ტესტმატჩში მიიღებს მონაწილეობას.
შეგახსენებთ, რომ "დინამოს" მეტოქე დღეს ლუცკის "ვოლინი" იქნება. შეხვედრა ჩვენი დროით 18:00 საათზე დაიწყება.
მომზადებულია fcdinamo.ge-ს მიხედვით