თბილისის "ლოკომოტივმა" თურქულ შეკრებაზე უკრაინული "დნიპრო" დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
15 თებერვალს, გიორგი დევდარიანის გაწვრთნილმა თბილისის "ლოკომოტივმა" თურქულ შეკრებაზე მეორე საკონტროლო შეხვედრა ჩაატარა.

დანიურ "ჰელსინგორთან" მოგებული (2:0) მატჩის შემდეგ თბილისელებმა ამჯერად ბევრად უფრო სოლიდური მეტოქე, ევროპალიგის ორი წლის წინანდელი ფინალისტი, თუმც კი დღეს დასუსტებული დნეპროპეტროვსკის "დნიპრო" დაამარცხეს.

"ლოკომოტივმა" მეტოქეს არაფერი დაუთმო და თუკი რეალურ სახიფათო ან მწვავე მომენტებს დავითვლით, ამაშიც უპირატესობა ჰქონდა. სამივე გოლი მეორე ტაიმში გავიდა. მე-60 წუთზე, "ლოკომოტივის" კაპიტან დავით უბილავას ძლიერი დარტყმა მეკარემ კუთხურზე მოიგერია. "სტანდარტის" გათამაშების შემდეგ ბურთს საჯარიმოს ხაზთან დაუხვდა იგივე უბილავა და ამჯერად ზუსტად
დაარტყა - 1:0.

მე-80 წუთზე დნეპროპეტროვსკელთა საჯარიმოსთან, კარიდან დაახლოებით 25 მეტრში, ჯარიმა დაინიშნა და გიორგი რეხვიაშვილმა მშვენიერი მოჭრილი დარტყმით ბურთი "ცხრიანში" ჩაახვია - 2:0.

87-ე წუთზე დნეპროპეტროვსკელებმა სხვაობა შეამცირეს. საჯარიმოსთან სწრაფად გათამაშებული კომბინაციის შემდეგ იგორ კოგუტმა პენალტის ნიშნულთან მაქსიმ ლუნევი შენიშნა, რომელმაც მცველს დაასწრო და საბოლოო წერტილი დასვა - 2:1.

ლოკომოტივი: ქურდაძე (65. შეროზია), ღონღაძე, გაბაძე (33. თომაშვილი), რეხვიაშვილი, უბილავა, ჭანტურია (77. ძებნიაური), ქავთარაძე, სამურკასოვი (46. დიასამიძე/84. ბუღრიძე), კიკაბიძე (77. ჩიტეიშვილი), კომახიძე, სიხარულიძე (63. გავაშელიშვილი); სათადარიგოები: თევდორაძე, კიკნაძე, ხიდეშელი, არველაძე, ვარძელაშვილი, ქიმერიძე, ანდრონიკაშვილი.

თურქეთის შეკრებაზე თბილისის "ლოკომოტივი" მესამე ამხანაგურ მატჩს 18 თებერვალს, ყაზახური "ქაისარის" წინააღმდეგ გამართავს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
ეს მესამე სასტავი არაა,გეშლება ძირითადია რომ იცოდე....
vai tqvens patrons
12:08 17-02-2017
0
მკვდრები გაცოცხლებულან....
malacii
12:06 17-02-2017
0

სიახლეები პოპულარული