ეს არის საკითხი, რომლითაც აუცილებლად უნდა დაინტერესდეს საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია. რადგან საკითხი ეხება პერსპექტიულ, გამორჩეულ და ეროვნული ნაკრების კანდიდატ ფეხბურთელს. თუ ფედერაციისთვის ეს მხოლოდ კერძო კლუბისა და ფეხბურთელს შორის შეთანხმებითა, თუ ხელშეკრულებით დასარეგულირებელი საკითხია, მაშინ არც არაფრის იმედი აღარ უნდა გვქონდეს.
აბიტურიენტების მომზადებაში, რომ იხდიან მშობლები გადასახადს, (და თანაც უცხოურ ვალუტაში) იმაზე გაცილებით ნაკლებია საფეხბურთო სკოლებში გადასახადები... თანაც შეადარეთ ერთმანეთს საფეხბურთო ინფრასტრუქტურის ფასი და რეპეტიტორების.
არაბულს არ უშებენ სამტრედიაში, ღმერთი არ გაუწყრეს და სამტრედია ან ჩემპიონთა ლიგის ან ევროპალიგის ჯგუფურზე არ მოხვდესო,ასევე საბას არ უშვებენ ჩიხურაში,ღმერთმა არ ქნას ჩიხურამ ერვოპალიგის ჯგუფურს არ მიარწიოსო.
აი ესა სულ ეს კარდიბალეტი.
თუმცა ეს ორი ფეხბურთელი ამ კლუბებმა გამოზარდეს და წარმოაჩინეს და არა დინამომ,სადაც ისინი დაკნინებული და მიგდებულნი იყვნენ.
ბექა, არანაირი 150 ლარი არ არის გადასახდელი აკადემიაში, საიდან მოგაქვთ ესეთი ინფორმაციები. ეგ აკადემია აქვს გამოვლილი ლობჟანიძესაც სხვათა შორის და სრულ უმრავლესობას ვინც ეხლა დინამოს შემადგენლობაშია.
რისი სოლიდარობა ღადაობთ ხალხნო. გეგონება კარიერა დაამთავრა)))))))) კლუბს აქვს თავის ინტერესი,, ბოლო აღზარდა და უნდა მანდიდან ორი კაპიკი, თქვენ ნინიას ბაღი ხომ არ გგონიათ კლუბის მართვა. საბას თავის გზაზე გაუმარჯოს, მაგრამ კლუბი მოიქცა 100% სწორედ. აქ რო წერთ 6 თვით ადრე სხვა კლუბთან შეუძლია გაფორმებაო- ხოდა გააფორმოს თუ ძაან უნდა, ვინ უშლის
ფეხბურთელის დაფასება არ იციან. ფეხბურთელი არ არის მონა!!! კონტრაქტის ამოწურვამდე 6 თვით ადრე მას უფლება აქვს სხვა კლუბთან მოლაპარაკება-შეთანხმების!!! დინამოს კი არა, ევროპულ გრანდებსაც ტოვებენ მოთამაშეები საკუთარი სურვილით (კონტრაქტს არ აგრძელებენ, მიუხედავად კლუბის სურვილისა) მაგ: ახლო წარსულში ბარსასთან და მანჩესტერთან არ გააგრძელეს კონტრაქტი მოთამაშეებმა, თუმცა ისინი არათუ გუნდიდან მოკვეთეს, არამედ მაქსიმალურად დატვირთეს და ბოლომდე გამოიყენეს! ლევანდოვსკიც თავისუფალ აგენტად წავიდა ბაიერნში და ბორუსიას ის არ დაუსჯია, პირიქით მაქსიმალურად გამოიყენა. თუ ლობჟანიძის მოკვეთის მიზეზი კონტრაქტის არ გაგრძელებაა მაშინ კლუბი ძალიან დიდ შეცდომას უშვებს!! კოკაია-ფიფიას მეთოდები უნდა დასრულდეს! და თუ, კაწარავაც ამ მიზეზით ყოფს თავს ამ "შარში" (რაშიც ეჭვი მეპარება) მაშინ პირადი მაგალითი გაიხსენოს. სოლიდარობა საბა ლობჟანიძეს!
კლუბს საკუთარი ინტერესები აქვს, ლობჟანიძის ძალიან ეიმედებოდათ დინამოში ეს ადგა და კონტრაქტზე ხელი არ მოუწერა და მაგის გამო თავზე ხელს არავინ გადაუსვამს
ეს არ არის ახალი ამბავი ჩვენს ფეხბურთში და საკუთარ თავზე ან ახლობელზე ვინც გამოცადა, იმან იცის სიმართლე. არა მარტო დინამო, ბევრ კლუბს აქვს ეს ღორული პრაქტიკა დანერგილი და ერთეული შემთხვევა ხმაურდება. განსაკუთრებით ახალგაზრდა ფეხბურთელები არიან შავ დღეში, სთავაზობენ ხანგრძლივ კონტრაქტებს მინიმალური ანაზღაურებით და დარცმუნებული არ ხარ, ასეთი კონტრაქტის პირობებში მაინც მოგიწევს, თუ არა სტაბილურად თამაში, ჩაჯდები, თუ არა ტრენერის გემოვნებაში და გამოჩნდება, თუ არა ვინმე შენი კონკურენტი, რომელსაც ნახევარი ფედერაცია, ან ნახევარი კლუბი გულშემატკივრობს. მაშინ წასულია შენი საქმე. ან უნდა შეეგუო სკამზე ჯდომას, ან წახვიდე.საშინელი არაჯანსაღი კონკურენციაა შექმნილი ბევრ კლუბში და განსაკუთრებით ეს დინამოში შეინიშნებოდა. სწორედ ამის გამო იყო, რომ საუკეთესო, ნიჭიერი ახალგაზრდები თავს მხოლოდ დინამოდან წასვლის შემდეგ იჩენდნენ, ან საერთოდ იკარგებოდნენ. მოკლედ დინამოს მენეჯმენტი ცარიელი ინფრასტრუქტურაა და მეტი არაფერი.საბამ კი უნდა მოითმინოს და არაფრისდიდებით არ დათანხმდეს მისთვის მიუღებელ კონტრაქტის პირობებს. ჯობია არ ითამაშო, ვიდრე მუდმივად ტრეფიკინგის მსხვერპლად გრძნობდე თავს.
ეს არის დინამოს და პირადად ფიფიას ....,რომელი ფეხბურთელი აღზარდეს? ყველა გაექცათ ვინც ნორმალური იყო,აკადემიაში 150 ლარია გადასახადი +ფორმა+ბუცები,ეს ყველაფერი მშობლის ხარჯზე ხდება,რა ფეხბურთის განვითარებაზეა ლაპარაკი,რამდენი ბავშვი გეგულებათ ვისაც აქვს ამის შესაძლებლობა?
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
აი ესა სულ ეს კარდიბალეტი.
თუმცა ეს ორი ფეხბურთელი ამ კლუბებმა გამოზარდეს და წარმოაჩინეს და არა დინამომ,სადაც ისინი დაკნინებული და მიგდებულნი იყვნენ.