დინამოელთა დღევანდელი მეტოქე, რომლის ღირსებას გია გრიგალავა იცავს, რუსეთის პრემიერლიგის სატურნირო ცხრილში ბოლოსწინა, მე-15 პოზიციაზეა.
შეგახსენებთ, რომ კახა კაჭარავას გუნდმა ბელეკში შეკრებაზე უკვე ჩაატარა სამი მატჩი და სამივე მოიგო - ლუცკის "ვოლინთან" (4:0), დონეცკის "ოლიმპიკსა" (1:0) და ბორისოვის ბატე-სთან (2:0).
კლუბის პრესსამსახურის ცნობით, დინამოელები თურქეთში ბოლო ამხანაგურ შეხვედრას 28 თებერვალს, ყირგიზულ "აბდიშ-ათასთან" გამართავენ, მომდევნო დღეს