ოთარ ფედიჩკინი: გამოდის, რომ ბათუმის "დინამოს" საკმაოდ სერიოზული ბიუჯეტი ექნება

AutoSharing Option
მოსამზადებელ ეტაპზე ბათუმის "დინამოში" სინჯებზე ბრაზილიელი ფეხბურთელი გამოჩნდა. 20 წლის ფლანგის თავდამსხმელი ფლამარიონ ჟევინიო ფილიო ცნობილი ბრაზილიური კლუბის, "პალმეირასის" აღზრდილია და ამ კლუბის ახალგაზრდულ გუნდშიც თამაშობდა, ბოლოს კი ჩერნოგორიული "ლოვჩენის" ღირსებას იცავდა.

დარჩებოდა თუ არა ბრაზილიელი "დინამოში", ეს გადაწყვეტილება სამწვრთნელო შტაბს შეკრებაზე უნდა მიეღო. ბათუმის "დინამოს" დირექტორ ოთარ ფედიჩკინის თქმით, ჟევინიომ კარგი შთაბეჭდილება დატოვა:

"ბრაზილიელი ფეხბურთელის დატოვება გადაწყვეტილია, მასთან უახლოეს დღეებში ორ ან სამწლიან კონტრაქტს გავაფორმებთ და მალე განაცხადშიც შევიყვანთ.

მეორე ახალწვეულიც, უკრაინელი თავდამსხმელი იაროსლავ კვასოვიც, არანაკლებ საინტერესო ფეხბურთელია. ის
დონეცკის "ოლიმპიკის" აღზრდილია და ესტონეთის ჩემპიონატის ბომბარდირებში მეორე ადგილზე გავიდა. მიმაჩნია, რომ ისინი გუნდს გააძლიერებენ", - ამბობს ფედიჩკინი.

საინტერესო ფაქტია - ბათუმელებმა გოგონათა გუნდი დააფუძნეს:

"უმაღლეს ლიგაში პირველები ვართ, ქალთა და ამპუტანტთა გუნდი რომ ჩამოვაყალიბეთ. აქამდეც გვყავდა ფუტსალისა და პლაჟის ფეხბურთის გუნდები. ამდენად, სტრუქტურულად, საქართველოში სამაგალითონი ვართ.

ბუნებრივია, წლეულს მთავარ "დინამოს" უმძიმესი სეზონი ელის. წინასწარ ლაპარაკი და ტრაბახი არ გვსურს, მაგრამ იმედია, ჩემპიონატს ღირსეულად ჩავატარებთ".

ცნობილია, რომ ბათუმის "დინამოს" სპონსორი გახდა თურქული კომპანია "მეტრო", რასაც კიდევ ორი ახალი პარტნიორი მოჰყვა - "ევროპაბეთი" და ბათუმის საზღვაო ნავსადგური. ამაზე ფედიჩკინმა საინტერესო რამ გვითხრა:

"ბათუმის ნავსადგური 2017 წელს ნაწილობრივ დაგვაფინანსებს. გარდა ამისა, "მეტროსთან" მიღწეული შეთანხმების მიხედვით, ეს კომპანია მზად არის, "დინამოს" ფეხბურთელებთან კლუბის სახელფასო ვალდებულების გარკვეული ნაწილიც დაფაროს".

"ევროპაბეთთან" კი ხელშეკრულება 2017 წლის იანვრიდან ამოქმედდა და წლის ბოლომდე იქნება ძალაში. ბათუმელები ამ წელს მაისურებზე სწორედ მის ლოგოს გამოსახავენ. ფედიჩკინმა სხვა ამ და კომპანიებთან თანამშრომლობის დეტალებიც გაგვიმხილა:

"დასამალი არ არის, რომ ამ კონტრაქტში "ევროპაბეთმა" კლუბს 50 ათასი ევრო დაურიცხა. ცხადია, დანარჩენ სპონსორებთან ურთიერთობაც სასარგებლო იქნება და ამაში, ჯამურად, დაახლოებით 300 ათასი ლარის მიღებას ვიმედოვნებთ.

ერთ ამდენს ფეხბურთის განვითარების ფონდიდან მივიღებთ და კლუბის ბიუჯეტი 600 ათასი ლარით რომ შეივსება, პატარა ამბავია? თუმცა, მეტი შემოსავალიც გვქონია. 2016 წელს მოზიდულმა სასპონსორო თანხებმა ჯამში 351 ათას ლარს მიაღწია. არც ერთ სახელმწიფო კლუბს ამდენი არ მოუზიდავს".

ქართულ კლუბებში სპონსორების მოძიება რთულია, მაგრამ ბათუმელთა მაგალითი ამტკიცებს, რომ ეს შეუძლებელი სულაც არ არის:

"სხვათა შორის, ფონდის მიერ დაწესებული თანხები საკმაოდ აზარტულ ვითარებას ქმნის და სპონსორების მოძიებას გვაიძულებს. მუშაობაა საჭირო და არა - კაბინეტში ჯდომა.

მიმაჩნია, რომ სირთულეების მიუხედავად, სპონსორების მოზიდვა შესაძლებელია. ამას დაემატება ქულებისთვის დასარიცხი თანხები, ევროპის ლიგაზე ასპარეზობისთვის მისაღები ფული, რაც იმას ნიშნავს, რომ საკმაოდ სერიოზული ბიუჯეტი გვექნება".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 15 /
სტადიონი!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
ლევანი
28 თებერვალი 2017 10:46
0
კახა ქირია - უფრო მეტი პრობლემაა საწვრთნელი ბაზის შეჩერებული მშენებლობა. ცნობისათვის: ეს არ არის კონკრეტულად დინამოს საწვრთნელი ბაზა, ეს ზოგადად სპორტული ბაზაა, რომელზეც შეუძლია დინამოს ივარჯიშოს. ორი აზრი არ არსებობს, რომ გუნდს სავარჯიშო მოედანი უნდა ჰქონდეს, მაგრამ ასეთი ფორმულირება უკეთესია.
nukri
28 თებერვალი 2017 09:27
0
სტადიონი გააკეთეთ ბათუმში! სირცხვილია...
დათო
27 თებერვალი 2017 21:24
0
კახა ქირია

?იმდნეჯერ გადმოსცეს რომ სტადიონის პროექტი არის სამხარაულში ექსპერტიზაზე და მარტისათვის იქნება პასუხიო, ამის შესახებ ყველაზე არაინფორმირებულებმაც კი იციან :)
უფრო მეტი პრობლემაა საწვრთნელი ბაზის შეჩერებული მშენებლობა.
Guadua
27 თებერვალი 2017 17:47
0
სტადიონი ეტყობა არ ჭირდებათ, ბულვარში ითამაშებენ
papai
27 თებერვალი 2017 17:13
0
სტადიონიც საჭიროა და მთელი ინფრასტრუქტურაც თავისთავად. ერთი ფაქტია, რომ რაც ეს პიროვნება გამოჩნდა იმის მერე გახდა ბათუმის გუნდი კონკურენტუნარიანი. აბა გადახედეთ მანამდე პრესას გუნდი სად იყო და რას აკეთებდა.
დემე
27 თებერვალი 2017 15:48
0
სტადიონი არ გინდათ?
ana
27 თებერვალი 2017 15:37
0
არ მინდა დავიჯერო რომ მართლა ასეთი გულუბრყვილო ხალხი ვართ ეს ქართველები, მოვა თურქული მეთრო ააშენებს სტადიონს ბათუმში და გვგონია გვეტყვის ბედნიერებაში მოგახმაროთო ქართველებს ეგ ჩვენი საჩუქარიო?!!!
giorgi
27 თებერვალი 2017 15:33
0
რა ამბიციები უნდა გააჩნდეს კლუბს, მით უმეტეს ევროპულ სარბიელზე, რომელსაც არა თუ საკუთარი სტადიონი არ გააჩნია, არამედ მშობლიურ ქალაქში არ არის სტადიონი (თუნდაც მუნიციპალური), სადაც ის თამაშს შეძლებდა. საერთოდ
რაზე ვსაუბრობთ საერთოდ ამის შემდეგ. კარგით რა!!!!!!! ბოლო, ბოლო მარტვილის მერანი გჯობიათ თქვენ ამ კუთხით.
ბათუმს "ქათქათას"
27 თებერვალი 2017 15:33
0
ბილეთების გაყიდვით ფული არ შემოდის? თუ არ იყიდება? იქნებ მაგ მხრივაც გემუშავათ.
haha
27 თებერვალი 2017 15:26
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული