"იმედი მაქვს, საქართველოს ჩემპიონატში გარიგებული თამაშები ნაკლებად იქნება"

AutoSharing Option
თბილისის "ლოკომოტივმა" თურქული შეკრება დაასრულა, სამშობლოში დაბრუნდა და ეროვნული ლიგისთვის მზადებას საგურამოს ბაზაზე აგრძელებს. გუნდის მთავარმა მწვრთნელმა გიორგი დევდარიანმა მოსამზადებელი ეტაპი შეაფასა და სიდეში ჩატარებული ამხანაგური მატჩებისა და ფეხბურთელების მდგომარეობის შესახებ ისაუბრა:

"ეს გუნდთან ერთად ჩემი პირველი მოსამზადებელი შეკრება იყო. მე ნაკლებად მომეცა საშუალება, რომ გუნდში ის ფეხბურთელები მომეყვანა, ვისაც წლებია, ვიცნობ და ვისი ნდობაც მაქვს. ასევე, ის ახალგაზრდები მოვიწვიე, ვისთან ერთადაც წელიწადნახევარი 19-წლამდელთა გუნდში ვიმუშავე. კარგია, რომ მოგვეცა შეკრების და საკუთარი თამაშის დამუშავების საშუალება", - ამბობს გიორგი დევდარიანი.

"ლოკომოტივმა"
შეკრებაზე ჩატარებული 5 მატჩიდან 4 მოიგო, მათ შორის, დნეპროპეტროვსკის "დნიპროსა" და მინსკის "დინამოსთან". თბილისელთა დამრიგებელმა ამაზეც ილაპარაკა:

"რა თქმა უნდა, შეკრებაზე მოგება გადამწყვეტი არ არის. თუმცა მაინც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ეს გუნდში თავდაჯერებას და ფსიქოლოგიურ განწყობას ძალიან ამაღლებს. ჩვენ კი, მიმაჩნია, რომ ეროვნულ ჩემპიონატს ძალიან ამაღლებული განწყობით და არცთუ ისე ცუდად დაყენებული თამაშით შევხვდებით".

დევდარიანი გახარებულია, რომ გუნდში ტრავმირებულები არ ჰყავს:

"ხუთი ძალიან დაძაბული თამაშის შემდეგ ჩვენ თბილისში ვბრუნდებით ისე, რომ არც ერთ ფეხბურთელს ტრავმა არ მიუღია. ეს იმაზე მეტყველებს, რომ ძალიან კარგი სამუშაო ჩატარდა. მიმაჩნია, რომ თურქეთში გატარებული 16 დღე საკმაოდ ნაყოფიერი იყო".

მან გუნდის მიზნებიც გაამხილა:

"ვფიქრობ, "ლოკომოტივს შესწევს ძალა, რომ ძალიან ღირსეული მოწინააღმდეგე იყოს ნებისმიერი ქართული გუნდისთვის და არა მარტო მათთვის.

ვიღაცამ შეიძლება იფიქროს და თქვას, რომ რომელიმე გუნდმა ჩვენთან სპარინგში მეორე შემადგენლობა დააყენა ან სათანადოდ არ მოინდომა, მაგრამ ვინც თამაშებს უყურა, ნახავდა, რომ აბსოლუტურად ყველა გუნდი, რომელსაც ჩვენ ვეთამაშეთ, იყო ძირითადი შემადგენლობით და ჩვენთან წაგება ადვილად გადასატანი არავისთვის იყო, რაზეც იმ მატჩებში ნაჩვენები ორთაბრძოლების რაოდენობაც მეტყველებს".

დევდარიანმა გარიგებული თამაშების კლების ტენდენცია ახსენა:

"იმედი მაქვს, საქართველოს ჩემპიონატში ბევრი რამე შეიცვალა და გარიგებული თამაშები ნაკლებად იქნება.

ამ კუთხით უკეთესობა შარშანდელ ჩემპიონატშიც იყო. თუ იგივე ტენდენცია შენარჩუნდება - და მე იმედი მაქვს, რომ საქმე უკეთესობისკენ წავა, მაშინ "ლოკომოტივი" ნებისმიერი ქართული და, იმედი მაქვს, უცხოური გუნდებისთვის ღირსეული მოწინააღმდეგე იქნება".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 10 /
ნაკლები ილაპარაკე და თუ შეგიძლია საქმე აკეთე რაშიც ეჩვი მეპარება
dato
08:51 02-03-2017
0
არველაზეებს აგარ მიკავხარ
gela
09:40 02-03-2017
0

სიახლეები პოპულარული