ეროვნული ლიგის პრეზენტაცია: ახალი საიტი და სატელევიზიო პროექტი

AutoSharing Option
დღეს, 3 მარტს, სფფ-ს გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა და ვიცე-პრეზიდენტმა ნიკოლოზ ჯღარკავამ მედიის, კომერციული სექტორისა და საფეხბურთო კლუბების წარმომადგენლებს ჩემპიონატთან დაკავშირებული სიახლეები გააცნეს.

ვაკის მედიათეკაში წარმოდგენილი გახლდათ ლიგის ახალი შეფუთვა, მათ შორის ლოგო, პრომო-ვიდეო და მუსიკალური გაფორმება, ასევე ახალი საიტი (www.eliga.ge), ლიგის ფენტეზი და ახალი სატელევიზიო პროექტი.

ლიგის გაშუქება საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ინიციტივით, ეროვნული ლიგის ყველა ტურის, ყველა შეხვედრის პირდაპირ ტრანსლაციას გულისხმობს. ფეხბურთის გულშემატკივარს ტურის ცენტრალური შეხვედრების ხილვა საზოგადოებრივი მაუწყებლის 1 არხზე რეგულარულად შეეძლება. სატელევიზიო პროექტის მიხედვით, მაყურებელი ყველა ორშაბათს,
23:00 საათზე ტურის გამორჩეული მომენტების ნახვას შეძლებს, თვეში ერთხელ კი, საზოგადოებრივ მაუწყებელზე ეროვნული ლიგის სპეციალური გადაცემა გავა. ტურის სხვა შეხვედრების ჩვენება ეროვნული ლიგის ვებ-გვერდზე მოხდება.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა პრეზენტაციის დაწყებამდე, ეროვნული ლიგის, როგორც ახალი და მნიშვნელოვანი პროექტის, შესახებ ისაუბრა და კლუბებს წარმატებები უსურვა.

პრეზენტაციაზე შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა, ტარიელ ხეჩიკაშვილმაც: "ყველას დიდი მოლოდინი გვაქვს, რომ ახალი ეროვნული ლიგა იქნება ძალიან საინტერესო, სანახაობრივი უპირველესად ქომაგებისთვის, რადგან ფეხბურთი არის გულშემატკივრისთვის. ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ კარგი პროდუქტი შევთავაზოთ საზოგადოებას, რომელიც ძალიან საინტერესო იქნება გულშემატკივრისთვის და შემდგომ უკვე კომერციული სექტორისათვის."

"ხვალ სტარტს აიღებს ეროვნული ლიგა უამრავი სიახლით: განახლებული ფორმატით, განახლებული ბრენდინგით, სრული გაშუქებით, სატელევიზიო პროექტით. მინდა, წარმატება ვუსურვო კლუბებს და დარწმუნებული ვარ, რომ წინ ძალიან საინტერესო ეროვნული ლიგა გველოდება," - განაცხადა დავით მუჯირმა.

პრეზენტაციის დასრულებისას ნიკა ჯღარკავამ, ფეხბურთის ფედერაციის სახელით, მადლობა გადაუხადა ლოგოს ავტორს, ლადო კობახიძეს, ლიგის მუსიკის ავტორებს - ზურა ჯავახიასა და თორნიკე ქარჩხაძეს, ფენტეზის ავტორებს დიმა ნებიერიძესა და ლევან კეჭაყმაძეს, ვიდეოს ავტორს - გიორგი ჯაფარიძეს და ფედერაციის პარტნიორებს - საზოგადოებრივ მაუწყებელს, ომედიასა და GFM Studio-ს.

eliga.ge
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 11 /
თუ სურთ, რომ ფეხბურთი განვითარდეს აუცილებელია ისეთ ქალაქებში როგორებიცაა: ქუთაისი, ბათუმი, ფოთი, ზუგდიდი, ზესტაფონი, სამტერდია, ლანჩხუთი, ახალციხე, გორი, რუსთავი, თელავი და ა.შ. აუცილებლად იყოს კარგი კლუბები თავისი ინფრასტრუქტუროთა და ბავშვთა კლუბებით. უნდა მიიღონ კანონი, რომლის მიხედვითაც ბიზნესი თუ დააფინანსებს აღნიშნულ კლუბებს გამოექვითება გადასახადებში. მაგ. საშემოსავლოდან შეიძლებოდეს ან მოგებიდან, ან დივიდენდის გადასახადიდან რაღაც ნაწილის გამოქვითვა. სახელმწიფომ უნდა შეწყივიტოს კლუბების დაფინანსება და მთლიანად ბიზნესმა უნდა ასპონსოროს ამ პრინციპით! სახელმწიფოს დახმარება თუ უნდა ინფრასტრუქტურა და ბავშვთა უფასო სექციები გააკეთოს!
შოთა
23:44 03-03-2017
0
შოთა, ეგ კანონი რომ მიიღონ თავის კლუბებს იყოლიებენ და ფულს გაათეთრებენ ძალიან მარტივად.

საერთოდ შეწყვიტეთ ფეხბურთის დაფინანსება, რატო უნდა მიდიოდეს ჩემი გადახდილი ფული ამ ხალხის ჯიბეში? ამხელა ინვესტიცია და შედეგი 0. გზები დააგეთ, სოფლის მეურნეობა განავითარეთ, განათლებაში გააკეთეთ ინვესტიცია და თუ სპორტი გინდათ მაინც და მაინც რაგბი, ჭიდაობა, კალათბურთი... ოღონდ ფეხბურთი არა
shota-s
00:08 04-03-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული