რა არის "ფენტეზი" - წესები და ქულათა სისტემა

AutoSharing Option
3 მარტს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ეროვნული ლიგის პრეზენტაცია გამართა, სადაც ჩემპიონატის ახალი საიტი eliga.ge წარადგინა.

გულშემატკივრისთვის სხვა რამდენიმე სიახლესთან ერთად, საინტერესო აღმოჩნდა ე.წ "ფენტეზი". 475-მა გულშემატკივარმა თავისი გუნდი უკვე შექმნა და თამაშიც დაიწყო, თუმცა გარკვეულმა ნაწილმა "ფენტეზის" შესახებ დღემდე არაფერი იცის.

სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ, "ფენტეზის" შესახებ მოგვეყოლა.

რა არის "ფენტეზი"
"ფენტეზი" არის თამაში, სადაც გულშემატკივრები ფეხბურთელებით დაკომპლექტებულ ვირტუალურ გუნდს ჰქმნიან და ჩემპიონატის ტურებში მათი თამაშის ხარისხიდან გამომდინარე, შემდეგ ქულებს აგროვებენ.

-align: center;">როგორ შევქმნათ გუნდი
თქვენი გუნდი 15 ფეხბურთელით უნდა იყოს დაკომპლექტებული - 2 მეკარე, 5 მცველი, 5 ნახევარმცველი და 3 ფორვარდი. მათი ჯამური სატრანსფერო ფასი არ უნდა აღემატებოდეს ერთ მილიონ ევროს.

ერთი კლუბიდან მხოლოდ სამი ფეხბურთელის არჩევის უფლება გაქვთ.

როგორ ვმართოთ გუნდი
ყოველ ტურში მოედანზე 11 ფეხბურთელი გამოდის. ამ თერთმეტეულს თქვენ თავად ირჩევთ. ქულებს სწორედ ამ 11 ფეხბურთელში აგროვებთ. დანარჩენები სათადარიგო სკამის მოთამაშეებად რჩებიან.

ყოველი ტურის წინ შეგიძლიათ გუნდის კაპიტანი აირჩიოთ. კაპიტნის დაგროვებული ქულა ორმაგდება.

როგორ განვახორციელოთ ტრანსფერი
ტრანსფერის მეშვეობით ფეხბურთელთა შეცვლა ყოველი ტურის წინ შეგეძლებათ.

როგორ აგროვებენ ფეხბურთელები ქულებს
ითამაშა 60წთ-ზე ნაკლები (ყველა) - 1 ქულა;
ითამაშა 60წთ-ზე მეტი (ყველა) - 2 ქულა;
გატანილი გოლი (მეკარე ან მცველი) - 6 ქულა;
გატანილი გოლი (ნახევარმცველი) - 5 ქულა;
გატანილი გოლი (თავდამსხმელი) - 4 ქულა;
საგოლე პასი (ყველა) - 3 ქულა;
კარის მშრალად შენახვა (მეკარე ან მცველი) - 4 ქულა;
კარის მშრალად შენახვა (ნახევარმცველი) - 1 ქულა;
კარის მშრალად შენახვა (თავდამსხმელი) - 0 ქულა;
აღებული პენალტი (მეკარე) - 3 ქულა;
აცილებული პენალტი (ყველა) - -2 ქულა;
2 და მეტი გოლის გაშვების შემთხვევაში (მეკარე ან მცველი) - -1 ქულა;
2 და მეტი გოლის გაშვების შემთხვევაში (ნახევარმცველი და თავდამსხმელი) - 0 ქულა;
ყვითელი ბარათი (ყველა) - -1 ქულა;
წითელი ბარათი (ყველა) - -3 ქულა;
საკუთარ კარში გატანილი გოლი - -2 ქულა.
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 2 /
და სად უნდა ვითამაშოთ რომელ საიტზე?
giga
11:56 05-03-2017
0
ახლა ტურის მიმოხვილვის დროს ყველა გუნდიდან იმედია დეტალურ იმფორმაციას მოგვაწვდით მომავალ ტურში ვინ გამოტოვებს დისკვალიფიკაცის ან ტრანვის გამო თამაშს რო ამის მიხედვით დავაყენოთ ძირითადი თერთმეტეული ....ისე ამ ტურში პაპავამ ითამაშა ქულები არ მიუღია და ვერ გავიგე რატომ
lasha
01:38 06-03-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული