ეროვნული ლიგა. I ტური: "დინამომ" და "ლოკომოტივმა" მოგებით დაიწყეს [VIDEO]

AutoSharing Option
დღეს, 5 მარტს, საქართველოს ეროვნული ლიგის 1-ლი ტურის 2 მატჩი გაიმართა.

თბილისის "დინამომ" საკუთარ მოედანზე ფოთის "კოლხეთს" უმასპინძლა და მეტოქე ანგარიშით 1:0 დაამარცხა. ანგარიში მატჩის 26-ე წუთზე ბაჩანა არაბულმა გახსნა. საგოლე გადაცემა ოთარ კიტეიშვილმა მიითვალა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

მეორე შეხვედრაში "ლოკომოტივმა" ბათუმის "დინამო" მიიღო და მიუხედავად იმისა, რომ მატჩი ცუდად დაიწყო, მაინც მოიგო. თბილისელთა კარში მატჩის პირველივე წუთზე პენალტი დაინიშნა, მაგრამ მეკარე რევაზ თევდორაძემ იყოჩაღა და თორნიკე თარხნიშვილს აუღო. ბათუმელებმა სწრაფი გოლის გატანა მაინც შეძლეს - მე-10 წუთზე თავი თეიმურაზ შონიამ
გამოიჩინა, 31-ე და 42-ე წუთებზე კი თბილისელთა ფორვარდმა ირაკლი სიხარულიძემ დუბლი გაიფორმა და გუნდს პირველი 3 ქულა მოუტანა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

დღეს, 18:00 საათზე, ტურის დარჩენილი ორი შეხვედრა გაიმართება.
მკითხველის კომენტარები / 8 /
მართლაც კარგი სტარტი გამოდგა. დიდი ხნის შესვენების შემდეგ, გუშინ "ლოკომოტივი" ბათუმის "დინამოს" თამაშს დავესწარი და უნდა გითხრათ ნასიამოვნები დავრჩი. მართლა კარგი თამაში გამოვიდა. დაძაბული, სწრაფი, კომბინაციური (ლოკოს დევდრიანის ხელი აშკარად ეტყობა) თუ არ ჩავთცლით პატარა ინციდენტს, რომელიც შემს თვაწინ ერთმა უგუნურმა მაყურებელმა სახელად უტუ-მ, მამისტოლა კაცის მისამართით ჩაიდინა. გვარს არ დავავასახელებ, რადგან არ მინდა ამით გული ვატკინო იმ ახალგაზრდა ფეხბურთელს, რომელიც საუკეთესო იყო მინდორზე.
zaali - stajiani "balelSiki"
11:06 06-03-2017
0
ის რაც თვალში მომხვდა ჯერ-ჯერობით კარგად შეფუტვის მცდელობაა და კარგი (ამ ეტაპზე) ეროვნული ლიგის საიტი. ფწდწრაციის საიტთან შედარებით კიბერ-კივილია :))
irakli Apkhaidze
22:57 05-03-2017
0

სიახლეები პოპულარული