სამტრედია-შუქურა 1:1 - დროული და საჭირო ცივი შხაპი [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
გასულ უქმეებზე საქართველოს XXIX ჩემპიონატი დაიწყო. დაიწყო სიახლეებით, რებრენდინგით, უშუალოდ ბრძოლის ველზე კი - სენსაციით: ჩემპიონი "სამტრედია" შინ "შუქურას" ვერ გაუმკლავდა...

მეტოქეებმა სრული შემადგენლობით ვერ ითამაშეს: დისკვალიფიკაციის გამო მასპინძლებს სუპერთასზე გაძევებული კაპიტანი გიორგი დათუნაიშვილი და მატჩის წინა დღეს დაშავებული დავით ჯიქია დააკლდათ. ხოლო სტუმრებს ვერ დაეხმარნენ ასევე დისკვალიფიცირებული კობა შალამბერიძე, მატჩამდე დაზიანებული ირაკლი ჭეჟია და ტრავმირებული გიორგი ჩელებაძე.

შეხვედრა სამტრედიელთა ტერიტორიული უპირატესობით მიმდინარეობდა, მაგრამ მჭიდრო თამაშით ქობულეთელები მეტოქეს გასაქანს არ აძლევდნენ. ამის მიუხედავად, მე-4 წუთზე სამტრედიელთა სწრაფი შეტევის დაგვირგვინებას გიორგი
ბერიაშვილი ცდილობდა, მაგრამ კარს ოდნავ ააცილა.

ანგარიში მაინც მასპინძლებმა გახსნეს და რაც გუნდური მოქმედებებით ვერ მოახერხეს, დავით რაჟამაშვილმა ინდივიდუალურად შეძლო: მე-19 წუთზე, სამტრედიელთა შემტევმა ფლანგიდან ცენტრისკენ შეიწია, შორიდან აზამატ ჯიოევს "ცხრიანში" ულამაზესი გოლი გაუტანა და სეზონის პირველი გოლის ავტორი გახდა - 1:0.

მალე გატანა გია მანჯგალაძესაც შეეძლო, მაგრამ საჯარიმოდან მისი ძლიერი დარტყმა მეკარემ აიღო. ქობულეთელები ნელ-ნელა გააქტიურდნენ და ჯარიმით ანგარიშის გათანაბრებას უკვე ლევან კუტალია შეეცადა - ამჯერად, საიმედოდ ითამაშა მასპინძელთა გოლკიპერმა ომარ მიგინეიშვილმა.

სტუმრებმა მიზანს მაინც მიაღწიეს: ერთ-ერთი შეტევის შემდეგ გია გურულის გუნდმა მარცხენა ფლანგზე ჯარიმის შესრულების უფლება მოიპოვა. ირაკლი კლიმიაშვილმა ბურთი საჯარიმოში ჩაჰკიდა, სადაც მასპინძელთა მცველებს "ჩაეძინათ", ლევან საბაძემ კი მეკარისა და მცველების შეუთანხმებლობით ისარგებლა და ახლო მანძილიდან თავით ზუსტად დაარტყა - 1:1.

მეორე ნახევარი სამტრედიელთა სრული უპირატესობით მიმდინარეობდა. სახიფათო გამოდგა ბერიაშვილისა და რაჟამაშვილის შორეული დარტყმები, ასევე, რუდოლფ სუხომლინოვის შეტევაში ჩართვები. მაგრამ ჩემპიონს რეალური საგოლე მომენტის შექმნა უჭირდა. მეტიც, 57-ე წუთზე "შუქურას" დაწინაურება კლიმიაშვილს შეეძლო, რომლის ჯარიმის შემდეგაც "სამტრედია" ძელმა იხსნა.

თუმცა, 68-ე წუთზე სტუმართა საყრდენ ჯეფერსონს არბიტრმა გიორგი ყრუაშვილმა უხეშობისთვის მეორე ყვითელი ბარათი უჩვენა და ჩემპიონმა რიცხობრივი და სრული სათამაშო უპირატესობა მოიპოვა.

მალე გია ცეცაძის გუნდს დაწინაურების რეალური შანსი მიეცა. 75-ე წუთზე, საჯარიმოსთან თემურ მარკოზაშვილმა ბურთისთვის ბოლომდე იბრძოლა და კარის წინ დავით ჩაგელიშვილს უპასა, მაგრამ სამტრედიელთა ფორვარდმა ახლო მანძილიდან ააცილა მიზანს.

ძალიან სახიფათო გამოდგა მე-80 წუთზე მანჯგალაძის დარტყმა და ქობულეთელები ისევ კაპიტანმა აზამატ ჯიოევმა გადაარჩინა.

სუხომლინოვი შეტევებში აქტიურად ერთვებოდა და კიდევ ერთხელ სცადა ბედი, მაგრამ ქობულეთელთა მეკარე საიმედოდ გამოიყურებოდა. სტუმრებმა კი სახიფათო კონტრშეტევის განხორციელება ერთხელაც შეძლეს, როცა კლიმიაშვილმა შორიდან დასცხო და მიგინეიშვილმა ბურთი ნახტომში დაამიწა.

საბოლოოდ, შეხვედრა 1:1 დასრულდა და "შუქურამ" სტარტზევე მნიშვნელოვანი ქულა მოიპოვა, ჩემპიონისთვის კი ეს ადრეული "ცივი შხაპი" საჭირო და დროული იყო - "ეროსი მანჯგალაძეზე" ისე ჩანდა, რომ სამტრედიელებმა მეტოქე არ დააფასეს და ამისთვის ფასეული ქულების დაკარგვით დაისაჯნენ.

საქართველოს XXIX ჩემპიონატი. ეროვნული ლიგა. I ტური
04.03. სამტრედია. "ეროსი მანჯგალაძე"
სამტრედია-შუქურა 1:1
გოლები: 1:0 რაჟამაშვილი (19), 1:1 საბაძე (41. კლიმიაშვილის პასით)
სამტრედია: მიგინეიშვილი - მჭედლიშვილი, გოგიაშვილი, სანდოხაძე, ახალაძე (60. სუხომლინოვი) - გ. მანჯგალაძე, კასრაძე - რაჟამაშვილი, მარკოზაშვილი, ჩაგელიშვილი (82. გ. სამუშია) - ბერიაშვილი.
სათადარიგოები: დაუშვილი, ხაბეიშვილი, დ. მანჯგალაძე, ნინუა, ი. დოლიძე
მწვრთნელი: გია ცეცაძე
შუქურა: ჯიოევი - ჩაჩუა, კალანდია, ბ. მახარაძე, ჯაფარიძე - ჟეფინიო, ს. გურული - ართმელაძე (64. მამულაშვილი), კლიმიაშვილი, საბაძე (87. ჭანუყვაძე) - კუტალია (90+5. დაგარგულია).
სათადარიგოები: ი. სტურუა, ცეცხლაძე, მალაზონია
მწვრთნელი: გია გურული
გაფრთხილებები: გოგიაშვილი (15), ართმელაძე (25), სანდოხაძე (30), ჯეფინიო (39) რაჟამაშვილი (55), ლაშა ჯაფარიძე (90)
გაძევება: ჟეფინიო (68. II გაფრთხილება)
არბიტრი: გ. ყრუაშვილი.

ეროვნული I ლიგა. I ტური
რუსთავი-გურია 3:1
ვიტ ჯორჯია-სამგურალი 3:0
მერანი-გაგრა 0:0
სიონი-ზუგდიდი 1:0
ცხინვალი-მეშახტე 2:2.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
axaladzee dzalian sustia.. es qutaISTANAC GAMOCNDA da shuqurastan xo saertod misi brali iyo goli.. beriashvilze xo saertod ramdeni pasic mices yvela dakargaa... mecodeba is birtvi shromoben tamashoben da ar upaseben axal wveuli pexburtelebii...
0
ისევ გიცანით გუადუა ისეეეეეევ )))))))))))))))))))))))))))))))))
zura
17:06 06-03-2017
0

სიახლეები პოპულარული